მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ტელეფონით უკავშირდებიან და სწავლების პროცესიც ასე მიმდინარეობს. ბავშვებს არ აქვთ სათანადო ტექნიკური საშუალებები, რის გამოც დისტანციურად სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით სწავლება შეუძლებელია.
„კორონავირუსის გამო, როგორც ყველგან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაშიც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. მოთხოვნისამებრ, მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც გადადიან ურთიერთობის ახალ რეჟიმზე, მაგრამ კომუნიკაციის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ ტელეფონით, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ სათანადო ტექნიკური საშუალებები და არც ინტერნეტია ხელმისაწვდომი“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს