6-დან 13 წლამდე ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებს ფსიქოლოგები ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ
24-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დისტანციურ მომსახურებაზე გადადის.
უწყების განმარტებით, ოცდაოთხ საათიან რეჟიმში იფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, ამასთან მსურველებს საშუალება ექნებათ მიიღონ ონლაინ კონსულტაციები სკაიპის ან ცხელი ხაზის დახმარებით.
აქტიურად ფუნქციონირებს:
• ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 • მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 2 200 220 (33 35) • Skype-კონსულტაცია საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ კონსულტაცია. Skype: pscenter • მანდატურის სამსახურის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მესენჯერი facebook.com/mandaturi/ • მოქალაქეთა/ორგანიზაციების განცხადებების/წერილების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: registration@mandaturi.gov.ge.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო