სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„2 თვე სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამა სრულად დავასრულოთ“ - სკოლის დირექტორების მოსაზრებები
24-03-2020
-
+


სასწავლო პროცესის შეჩერების მიუხედავად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ აპირებს 2020 წელი აკადემიურ წლად გამოაცხადოს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სასწავლო პროცესის ანაზღაურებას სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლით ცდილობს.

Etaloni.ge  დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები აკადემიურ წლის გამოცხადებასა და სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ფუტკარაძე:

„რა თქმა უნდა შესაძლებელია არსებული „ჩავარდნის“ ანაზღაურება. შესაძლებელია შაბათ-კვირასაც ვასწავლოთ მოსწავლეებს სასწავლო წელი ივნისის ბოლოს დასრულდეს და იმ პროგრამას რომელიც გასავლელია ნამდვილად მოვასწრებთ. აკადემიური წლის აღება არ არის საჭირო და არ ვეთანხმები. მაისის პირველ რიცხვებშიც რომ დავიწყოთ სწავლა, შაბათ-კვირის ხარჯზე გაცდენილი დღეების ანაზღაურება სრულად შესაძლებელია“.

გორის მუნიციპალიტეტის ხურვალეთის საჯარო სკოლის დირექტორი იზა წიქარიძე:

„სრულად ვეთანხმები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას და ვთვლი, რომ აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროება არ დგას. სრულიად შესაძლებელია აღნიშნული გაცდენილი დროის ანაზღაურება“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე:

„ამ საკითხზე ჩვენც ხშირად ვფიქრობთ, თუმცა ამ ეტაპზე გაჩერებულები ნამდვილად არ ვართ. მიუხედავად იმისა რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და ინტერნეტიც შეფერხებით და არასრულად გვაქვს, მასწავლებლები ყველა შესაძლო საშუალებას ვიყენებთ საკომუნიკაციოდ. ზოგმა მასწავლებელმა ტესტები ამობეჭდა და ის დაურიგა მოსწავლეებს, გადავდივართ უკვე ახალი მასალის ახსნაზეც, ასე რომ აკადემიურ წლად ნამდვილად არ უნდა გამოცხადდეს ეს წელიწადი. მასალის დიდი ნაწილი გავლილი გვაქვს და ნამდვილად არ ვემხრობი ამ აზრს. ამასთან მაისის დასაწყისშიც რომ განახლდეს სასწავლიო პროცესი ვფიქრობთ, რომ სრულიად საკმარისი დრო გვექნება იმისთვის რომ სასწავლო წელი დავხუროთ“.

ქედის მუნიციპალიტეტის ზედა ბზუბზუს სკოლის დირექტორი ბადრი ღოღობერიძე:

„როგორ გითხრათ, რთულია იმის თქმა როგორ გაგრძელდება სიტუაცია. რაც შეეხება აკადემიურ წლად გამოცხადებას, დისტანციური სწავლებაც მიმდინარეობს და შეუძლებელი არაფერია, დიდი ალბათობით ჩავეტევით დროში და სასწავლო წელს წარმატებით დავხურავთ“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ ბოლქვაძე:

„ვერ გეტყვით რა იქნება, ამას ალბათ ექსპერტები უფრო კარგად გაუკეთებენ ანალიზს. ჩვენ მივყვებით სამინისტროს ინსტრუქციებს და როდის რა იქნება ამას დრო დაგვანახებს“.

აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე:

„ვიზიარებთ სამინისტროს გადაწყვეტილებას, აკადემიურ წლად გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავთ. გადასული ვართ ონლაინ სწავლებაზე და ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ იქნება სწავლის განახლების შემდგომ. რა თქმა უნდა, არიან მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ თუმცასხვადასხვა საშუალებებით მოხდება მათი ჩართვაც.

ჩვენ არ ვზოგავთ ენერგიას და ვცდილობთ ყველა მოსწავლეზე გავიდეთ, მე მაგალითად ინგლისურ ენასაც ვასწავლი და ჩემს კლასში 20 ბავშვიდან 19 ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილს. მოსწავლეებისთვისაც სახალისოა და საინტერესო ასეთი მიდგომა და თავადაც მაქსიმალურად ცდილობენ მონაწილეობის მიღებას.“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაგების საჯარო სკოლის დირექტორი ვასო რატიანი:

„მას შემდეგ რაც მოსწავლეები დავითხოვეთ და აღარ დადიან სკოლაში, მასწავლებელი მაქსიმალურად ცდილობენ ჰქონდეთ კომუნიკაცია ყველა მოსწავლესთან და ყველა საგანში მიაწოდონ ის ინფორმაცია რომელიც საჭიროა მათი განვითარებისთვის. აკადემიური წლის გამოცხადებით მოსწავლეები ერთ წელს კარგავენ პრაქტიკულად და ეს არ მგონია სწორი იყოს.

ვფიქრობთ, მოვახერხებთ იმას რომ ის მინიმუმი ცოდნა მაინც მივაწოდოთ მოსწავლეებს, რაც აუცილებელია, თუმცა საბოლოო შედეგი ალბათ ამ ყველაფრის დასრულების შემდგომ გვეცოდინება. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ სამინისტროს პოზიცია სწორია“.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ კორძახია:

„აკადემიური წლის გამოცხადებისგან თავის შეკავება სწორი მგონია, რადგან ამჟამად ჩვენთან სკოლაშიც პედაგოგები მოსწავლეთა 80%-თან დაკავშირებულნი არიან და მათ აძლევენ შესაბამის დავალებებს. სასწავლო პროცესის დროსაც არ არის 100%-იანი ჩართულობა, შესაბამისად თუ 15 ივნისის მაგივრად ივნისის ბოლომდე გადაიწევს სასწავლო წლის დასრულება შევძლებთ რომ მოსწავლეებს შაბათსაც ვასწავლოთ და დრო ავანაზღაუროთ. ვფიქრობ იმ მინიმალური აუცილებელი ცოდნის გადაცემას შევძლებთ რომ სასწავლო წელი არ გაცდეს“.

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა კოკაია:

„ძალიან რთული იქნება და არ ვიცი როგორ მოესწრება არსებული სასწავლო პროგრამის დასრულება თუ მაისის ბოლოსთვის განახლდება სასწავლო პროცესი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში აკადემიური წლის გამოცხადება უფრო სწორი იქნებოდა“.

ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩხეიძე:

„ჩვენი თითქმის ყველა მოსწავლეა ჩართული დისტანციურ სწავლებაში და აპრილის ბოლომდეც რომ ვიმუშაოთ და მაისიდან განახლდეს სასწავლო პროცესი 2 თვე სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის რომ სასწავლო პროგრამა სრულად დავასრულოთ, შესაბამისად აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ“.

დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხალილაშვილი:

„აკადემიური წლის გამოცხადება საჭიროდ არ მიმაჩნია, სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, ვინც ვერ გადავიდა და არ ჰქონდა ამის საშუალება მათთვის სხვა დამხმარეს საშუალებებით იქნება შესაძლებელი ჩართვა და ვფიქრობ შესაძლებელი იქნება არსებული პროგრამის დაძლევა“.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის უწყებათშორისი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით 2 მარტიდან შეწყვეტილია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი სასწავლო პროცესის დაწყების სავარაუდო თარიღი 21 აპრილია, თუმცა პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ვარაუდით თარიღმა შესაძლოა კიდევ გადაიწიოს.

იხილეთ ასევე: განათლების სამინისტროს პოზიცია 2020 წლის აკადემიურ წლად გამოცხადების თაობაზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება