მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლა ყოველ ჯერზე, როდესაც ნამუშევრების სერიას - „კივილს“ შეხედავთ, თქვენდაუნებურად ვირუსთან ასოციაცია გაგიჩნდებათ. მისმა ავტორმა ედვარდ მუნკმა 1919 წელს „ესპანური გრიპი“ გადაიტანა. ამ გრიპის პანდემია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად არის აღიარებული.
ესპანური გრიპით 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მუნკი გადარჩა. როგორც კი მხატვარი მიხვდა, რომ შემოქმედების ძალა დაუბრუნდა. მან ავტოპორტრეტი დახატა. მასში ავტორი საავადმყოფოს საწოლის წინ სავარძელში ზის.
ტომას ნეში
ელისაბედ I-ის ეპოქის ინგლისელი პროზაიკოსი ტომას ნეში შექსპირის დროში ცხოვრობდა. შავი ჭირის აფეთქების დროს მწერალი საცხოვრებლად სოფლად გადავიდა, იქ მან თავისი ერთადერთი ჩვენს დრომდე მოღწეული პიესა დაწერა და მასში ეპიდემიის დროინდელი ცხოვრება აღწერა.
ჯოვანი ბოკაჩო
XIV საუკუნეში ფლორენციას თავს „შავი ჭირის“ ეპიდემია დაატყდა თავს და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. ჯოვანი ბოკაჩომ ეპიდემიას ტოსკანაში გაარიდა თავი. ამ პერიოდში მან დაწერა „დეკამერონი“- ნოველების ცნობილი კრებული.
„დეკამერონში“ მოქმედება ფლორენციაში ხდება. ქალაქში შავი ჭირი მძვინვარებს. ათი ახალგაზრდა გადაწყვეტს, გაექცეს ჭირს და დრო ქალაქგარეთ, ვილაში გაატაროს. მეგობრები ერთმანეთს ისტორიებს უზიარებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება