მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მაღლაკის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის სკოლამ Microsoft office 365-ის პროგრამა აირჩია.
დარეგისტრირდა ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე, შეიქმნა ჯგუფები, შეგროვდა ინფორმაცია, თუ რა სახის კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტმომსახურება აქვს თითოეულ მოსწავლეს.
"სკოლას არ ჰქონდა ონლაინ სწავლების გამოცდილება, რის გამოც ჯერ კიდევ მოსამზადებელი მუშა მდგომარეობაა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა არცისე სახარბიელოა, არის კლასები, სადაც არცერთ მოსწავლეს არა აქვს ინტერნეტმომსახურება ან კომპიუტერული მოწყობილობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით არ მუშაობს მაღაზიები, რომ მშობლებმა მოუწესრიგონ შვილებს აღნიშნული მდგომარეობა. საკმაო პრობლემები აქვთ თვით პედაგოგებსაც. ამიტომ მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა კვლავ ნაცად ხერხს - ფეისბუქს მიმართა. პარალელურად სწავლობენ Teams-ის გამოყენებას", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება