მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერისიმედის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
თუმცა, სკოლის წარმომადგენლის თქმით, საკომუნიკაციო საშუალებების სიმცირისა და ზოგიერთ შემთხვევაში, არ არსებობისა მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეებთან დაკავშირება.
„დისტანციური სწავლება არის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელის გამოყენება სასწავლო პროცესში, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეავსოს ტრადიციული სწავლება. ელექტრონული სწავლების კომპონენტების დანერგვა მიზნად ისახავს სწავლების ხარისხის ამაღლებას და მისი ეფექტურობის ზრდას.
ესაა განმარტება იმ მეთოდისა, რომლის დანერგვასაც ვცდილობთ დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში. ამ გამოწვევას ერისიმედის საჯარო სკოლაც უერთდება, მაგრამ საკომუნიკაციო საშუალებების სიმცირისა და ზოგიერთ შემთხვევაში, არ არსებობისა მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეებთან დაკავშირება.
ჩვენ ძირითადად Facebook-ის მეშვეობით ვუკავშირდებით მოსწავლეებს, მაგრამ ესეც ძალიან დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ერისიმედის საჯარო სკოლისათვის დისტანციური სწავლება ისეთი შედეგის მომცემი ვერ აღმოჩნდება, როგორ ტრადიციული სწავლება“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება