სიახლეები
სამასწავლებლო

ეთერ ცინცაბაძე - მასწავლებელი, რომელიც 24 წელია ჭანჭათის მცირეკონტიგენტიან სკოლაში ასწავლის
19-07-2017
-
+


ეთერ ცინცაბაძე ჭანჭათის სკოლაში 24 წელია ასწავლის. როგორც თავად აღნიშნავს, დამთავრებული აქვს ისტორია-ფილოლოგიური. ამჟამად კი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ქალბატონო ეთერ, როგორც ვიცით, ჭანჭათის სკოლა მცირეკონტიგენტიანია და დაახლოებით 60-მდე მოსწავლე სწავლობს. მოგვიყევით თქვენი სკოლის შესახებ.



ჭანჭათის სკოლა თითქმის საუკუნის სკოლაა. მცირკონკტიგენტიან სკოლაში 60-მდე მოსწავლე სწავლობს. 


ჩვენი პედაგოგების დაუზარელი შრომის შედეგად მოსწავლეები საუკეთსო შედეგებს აღწევენ როგორც საატესტო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ ოლიმპიადაში. ჩვენი სკოლის მე-8 კლასელი წელს ფესტივალის ,,კეთილი ენის ელჩი’’ ფინალისტი გახდა. ასევე, გვყავდა ''ეტალონელი'' მოსწავლეები. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სკოლას ახალგაზრდა, ენერგიული დირექტორი ჰყავს, რომელიც კოლექტივს ყოველთვის მხარში გვიდგას. მისი დახმარებით ვატარებთ ‘’თავისუფალ გაკვეთილებს.’’ 

''თავისუფალი გაკვეთილები'' ჭანჭათის სკოლაში.

 

როგორც ვიცით, 2 წელია სკოლაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება.

მე, ზოგადად, ძალიან მიყვარს ხელოვნება, კონკრეტულად ხატვა. დიახ, ორი წელია ჩემი ინიციატივით ტარდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსულ თანხას ვაგროვებთ და წლის განმავლობაში საინტერესო ექსკურსიებს ვაწყობთ. ასევე, სკოლაში ეწყობა ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები.

  

  

სოფელში გაუსაძლისი მდგომარეობაა. მოსწავლეების მშობლები ძირითადად უცხოეთში არიან წასულები, რომ თავიანთ შვილებს საარსებო მინიმუმი მაინც ჰქონდეთ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მოსწავლეს სკოლაში მოსასვლელად ელემენტარულად ფეხსაცმელი არ ჰქონია. მოკლედ, სოფელში სოციალურად ძალიან ცუდი სიტუაცია, ყველანაირად ვცდილობთ მასწავლებლები, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ. სწორედ ამიტომაც ვაწყობთ სკოლაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.

ქალბატონო ეთერ, ამჟამად მასწავლებლები კომპეტენციის დადასტურების გამოცდებს აბარებენ. თქვენი აზრით, არის თუ არა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი ეს გამოცდები?

მე ორივე გამოცდა ჩაბარებული მაქვს. სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ. მივესალმები ამ გამოცდებს. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი საკუთარი შრომით აღწევს ყველაფერს. 

მასწავლებელი ამ გამოცდებით საკუთარი ცოდნის მობილიზებას და შემდეგ კი რეალიზებას ახდენს. აქვე მინდა დავსძინო, რომ ამ გამოცდის მიზანი მასწავლების ჩაჭრა არ უნდა იყოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება