მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება - პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ მასწავლებელთა 70%-ზე მეტი გამოცხადდა
20-07-2017
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება. დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი კანდიდატები საგნის გამოცდას აბარებენ.
პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ მასწავლებელთა 70%-ზე მეტი გამოცხადდა.
მეორე სესიაზე კი მაგისტრანტობის მსურველები აბარებენ გამოცდას წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში (ტესტის ტიპი: A).
შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსთან ერთად. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები კი 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.