მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო სოციალური დისტანცია, მობილობის შემცირება და სახლში დარჩენა მთავარი რეკომენდაციებია, „ეტალონმა“ თქვენთვის რამდენი იდეა შეაგროვა, როგორ შეგიძლიათ თვითიზოლაციის მოსაწყენი დღეები გაიხალისოთ და კარანტინის დრო სასიამოვნო და ნაყოფიერიც კი გახადოთ:
დაკავდით თვითგანვითარებით
საუკეთესო ინვესტიცია იქნება, ეს დრო საკუთარ თავს დაახარჯოთ. კარანტინი ოდესმე დასრულდება, ის ცოდნა კი, რომელსაც ახლა შეიძინეთ, მომავალში გამოგადგებათ. თქვენთვის ონლაინ არაერთი სასწავლო კურსია ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ izrune.ge-ს ესტუმროთ, სადაც არაერთ საინტერესო ტესტს გაეცნობით, საკუთარ თავს გამოცდით და ახალ ცოდნასაც შეიძენთ.
ვირტუალურად იმოგზაურეთ მუზეუმებში
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მსოფლიოში უკვე ბევრი კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეა, რომელთა დათვალიერებაც სახლიდან შეგიძლიათ.
უყურეთ ოპერასა და ბალეტს
ვენის ოპერამ და ავსტრიის თეატრებმა 2 აპრილამდე ყველა სპექტაკლი გააუქმეს. ამის ნაცვლად, მათი საოპერო და ბალეტის სპექტაკლების ჩანაწერები სტრიმინგ პლატფორმაზე - www.staatsoperlive.com შეგიძლიათ ნახოთ.
უყურეთ ფილმებსა და სერიალებს
საუკეთესო დროა, რომ თქვენი საყვარელი სერიალები ბოლომდე მიიყვანოთ ან დაიწყოთ ახლის ყურება, რისთვისაც დრო არასდროს გქონდათ. ჩაუჯექით ფილმებს, რომლებიც დიდიხანია ჩანიშნული გაქვთ, მაგრამ მათთვის ვერაფრით მოიცალეთ. თუ ეპიდემიებზე ფილმები დაგაინტერესებთ, „ეტალონმა“ რამდენიმე მათგანი უკვე შეგირჩიათ.
მოაწყვეთ კულინარიული ექსპერიმენტები
ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი კულინარიული უნარები გამოსცადოთ და განავითაროთ. შეისწავლეთ ჯანსაღი საკვების რეცეპტები, არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხული მოდის და კარგ ფორმაში ყოფნისთვის სწორი კვება მნიშვნელოვანია.
წაიკითხეთ წიგნები
შეგიძლიათ ინტელექტუალურ განვითარებაზეც იზრუნოთ და ის წიგნები წაიკითხოთ, რომლებისთვისაც დრო აქამდე ვერაფრით გამონახეთ. წიგნები ასეთ დროს მარტოსულობის განცდასაც შეგიმსუბუქებთ.
ითამაშეთ ონლაინთამაშები
შეგიძლიათ ვირუსული ეპიდემიების დამარცხება ონლაინთამაშებში სცადოთ. „ეტალონი“ 4 საუკეთესო მათგანს გთავაზობთ.
დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა
ენის შესწავლისთვის თვითიზოლაცია შემაფერხებელი არ არის . საკმარისია შესაბამის youtube არხებზე დარეგისტრირდეთ ან უყუროთ სერიალებს სუბტიტრებით.
დაალაგეთ სახლი
საუკეთესო დრო გაქვთ გენერალური დასუფთავებისთვის. სახლის გაწმენდა ზედმეტი ნივთებისგან კომფორტის შეგრძნებას მოგიტანთ. დასუფთავებულ სახლში კარანტინის დღეების გატარებაც უფრო მარტივი გახდება.
დაკავდით სპორტით, მედიტაციით, იოგით
სპორტული აქტივობები, იოგა და მედიტაცია საუკეთესო გამოსავალია სტრესთან საბრძოლველად.
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმებისა და სურვილების ჩამონათვალის ჩამოწერა ყოველთვის კარგი იდეაა. ფანტაზია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება თქვენი მომავალი, ნამდვილად დაგეხმარებათ ბედნიერად იგრძნოთ თავი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა