მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამინისტრომ შეიმუშავა ფორმატი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ონლაინ გაკვეთილის ჩატარების მინიმალური დრო, ხოლო მაქსიმალური დრო მასწავლებლის ნებაზე იქნება დამოკიდებული - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა.
„ონლაინ სწავლების რეჟიმში არ არის დადგენილი გაკვეთილის წუთობრივი რაოდენობა. ხვალ უკვე იქნება დოკუმენტი, სადაც ამ თემაზეც იქნება საუბარი. დისტანციურ სწავლებისას არის ღია ფორმატი, მასწავლებელს რა დროც სჭირდება თითოეული გაკვეთილის წარმართვისთვის იმდენს ხარჯავს და არ აქვს შეზღუდვა, თუმცა ეს არ უნდა იყოს 10 და 15 წუთიანი გაკვეთილი, გააჩნია რამდენი მოსწავლე იღებს ონლაინ გაკვეთილში მონაწილეობას.
ეს ფორმატი დადგენილი გვაქვს და გამოვაქვეყნებთ. დავადგენთ მინიმუმ ვადას, ხოლო მაქსიმალურისთვის თავისუფალი იქნება მასწავლებელი, ამიტომ მათ შესაძლებლობა ექნებათ ამ ნაწილში ბოლომდე წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობა იმ დროის ფარგლებში რომელსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?