მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, მსოფლიო მოსახლეობა სახლებში გამოიკეტა და მეგობრულმა შეკრებებმა, პაემნებმა თუ ბიზნეს-შეხვედრებმაც ონლაინ-რეჟიმში გადაინაცვლა. ასეთ ვითარებაში, გარესამყაროსთან კავშირის გზად და ხიდად ინტერნეტი იქცა. კომპანია BT Openreach-მა უკვე განაცხადა, რომ ინტერნეტის მოხმარება უკვე 20%-ით გაიზარდა, ხოლო ინტერნეტის სიჩქარის შესანარჩუნებლად, მედია ზედამხედველობის კომპანია Ofcom-მა შეადგინა რჩევების სია, რათა უწყვეტი და ხარისხიანი კავშირი მივიღოთ.
დიდ ბრიტანეთში უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო იმ რეკომენდაციებმა, რომელთა შესრულებისკენ მოსახლეობას მოუწოდებენ, რათა უწყვეტი ინტერნეტ-კავშირი იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ახლა გვჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ სახლებში, რათა ვიხსნათ მათი სიცოცხლე - განაცხადა ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა ოლივერ დაუდენმა, და დასძინა, რომ ასეთ დროს, ინტერნეტის საიმედო სიჩქარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ადამიანებმა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ მუშაობა და ჰქონდეთ უწყვეტი კავშირი გარესამყაროსთან.
ინტერნეტ-პროვაიდერები მსოფლიო მოსახლეობას ამშვიდებენ, თქვენს ვირტუალურ კავშირებს არაფერი ემუქრებაო, მაგრამ ყველამ ვიცით, ასე დიდხანს და საფუძვლიანად თუ გაგრძელდება, ინტერნეტი უბრალოდ გაჭედავს.; ამიტომ BBC ნიუსი, კომპეტენტური აზრის გათვალისწინებით, რამდენიმე რჩევას გვთავაზობს, როგორ უზრუნველვყოთ სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი:
რეკომენდაციებს შორის, პირველი და უმთავრესია - მოვერიდოთ მიკროტალღურ ღუმელს. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს მაგრამ ფაქტია - მიკროტალღურ ღუმელს შეუძლია Wi-Fi სიგნალის შემცირება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვახორციელებთ ვიდეოზარს ან ვუყურებთ HD-ვიდეოს;
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, მოვარიდოთ ინტერნეტკავშირის გამანაწილებელი იმ მოწყობილობებს, რომელიც ხელს უშლის სიგნალის მოწოდებას.
ეს მოწყობილობებია: უკაბელო ტელეფონი, საბავშვო მონიტორები, ჰალოგენური ნათურები, სტერეო და კომპიუტერული დინამიკები, ტელევიზორები;
შემდეგ რეკომენდაცია ეხება ვიდეოზარებს - პროვაიდერები გვირჩევენ ვისარგებლოთ Facetime-ით, Skype-ით ან WhatsApp-ით და აუცილებლად გავთიშოთ ის მოწყობილობები, რომლებსაც კონკრეტულ ეტაპზე ნაკლებად ვიყენებთ. გაითვალისწინეთ - რაც მეტი მოწყობილობა იქნება დაკავშირებული თქვენს Wi-Fi-სთან მით დაბალი იქნება ინტერნეტის ხარისხი.
პლანშეტები და სმარტფონებისმაგვარი მოწყობილობები, ხშირად მუშაობს ფონურ რეჟიმზე, ამიტომ გაუთიშეთ მათ WI-Fi-მიმღები.
ესაა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებასაც მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-პროვაიდერები გვირჩევენ და კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას:
1.დადეთ ინტერნეტ-გამანაწილებელი მაგიდაზე ან თაროზე და არა იატაკზე;
2.ეცადეთ, გამოიყენოთ აუდიო და არა ვიდეოზარები;
3.დარჩით სახლში და გაითვალისწინეთ, რომ ყველა ვზრუნავთ, არ შეიზღუდოს ინტერნეტის მიწოდება
აქვე აღსანიშნავია, რომ Facebook-მა, Netflix-მა, Disney-მ, YouTube-მა უკვე დააგდეს ვიდეოების ხარისხი, რათა როგორმე შეემსუბუქნებინათ დატვირთვა ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა