მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
"მოსწავლეებთან კომუნიკაციის მიზნით პედაგოგები „Microsoft office 365-ის პროგრამასა და „მესენჯერს“ იყენებენ.
სკოლის ინფორმაციით, დარეგისტრირდა ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე, შეიქმნა ჯგუფები და შეგროვდა ინფორმაცია, თუ რა სახის კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტმომსახურება აქვს თითოეულ მოსწავლეს.
ონლაინგაკვეთილებმა მოსწავლეებისგან მოწონება დაიმსახურა. მასწავლებლები მათ უკავშირდებიან და დავალებებს დისტანციურად აძლევენ.
„ამ მეთოდმა უფრო გააერთიანა და დაახლოვა სამი რგოლი: მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. მოგეხსენებათ, რომ სკოლას არ ჰქონდა ონლაინსწავლების გამოცდილება, რის გამოც შევეჯახეთ პრობლემებს, მაგრამ დაუძლეველი არაფერია, თუ მოინდომებ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, არის კლასები, სადაც ზოგ მოსწავლეს არა აქვს ინტერნეტმომსახურება ან კომპიუტერული მოწყობილობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით არ მუშაობს მაღაზიები, რომ მშობლებმა მოუწესრიგონ შვილებს აღნიშნული მდგომარეობა, ამიტომ მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა კვლავ ნაცად ხერხს - ფეისბუქს მიმართა. პარალელურად სწავლობენ Teams-ის გამოყენებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება