TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დასრულდა
20-07-2017
-
+


კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებითმიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. საგანგებოდ კამპანიისათვის შექმნილ ვებგვერდზე www.tprize.ge 745 დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა. 

მათგან 114-მა მასწავლებელმა შეიტანა განაცხადი.

პრეტენდენტების საერთო რაოდენობიდან 104 ქალბატონია, ხოლო 10 - მამაკაცი. მათგან საზ. მეცნიერებების მიმართულების მასწავლებელია - 20; უცხოური ენების - 11; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - 1; სპორტის - 2; მათემატიკის - 8; სახელმწიფო ენების - 23; ესთეტიკური აღზრდის - 1; სხვადასხვა მიმართულებების - 29.

ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ყველაზე მეტი - 37 განაცხადი შემოსულია თბილისიდან. პრეტენდენტების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, 17 განაცხადით.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე სპეციალურად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური განიხილავს შემოსულ განაცხადებს და შეარჩევს საუკეთესო ათეულს, ამის შემდეგ კი, პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე შეირჩევა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ასევე, მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება