მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
„სამინისტროს რეკომენდაციით, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. ამჟამად, ყველა პედაგოგი და სკოლის მოსწავლეების 80% დარეგისტრირებულია პროგრამა „Teams-ში“. შეძლებისდაგვარად ვახერხებთ „თიმსში“ მუშაობას.
კლასში რიცხობრივად 5-6-9-15 მოსწავლე ირიცხება, საიდანაც სამ-ხუთ მოსწავლესთან მაინც გვაქვს კომუნიკაცია და ვიდეო-გაკვეთილები პროგრამა „Teams-ში“. რომელი მოსწავლეც ვერ ერთვება აღნიშნულ პროგრამაში, მას ყველა პედაგოგი უკავშირდება სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტით ან ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით და ატარებენ გაკვეთილებს. მშობლებისგანაც ვგრძნობთ გვერდში დგომას, რამეთუ უზრუნველყოფენ შვილებს ინტერნეტის საკითხს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება