მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
სკოლა მშობლებს მოუწოდებს, პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ, რათა მოსწავლეებთან ონლაინრეჟიმში მუშაობის პრობლემა არ შეიქმნას.
„საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, გადავდივართ ონლაინ-სწავლების რეჟიმზე, რაც იძულებითია და არა ჩვენი ნება. ასეთი კრიტიკული სიტუაციის დროს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობა კი ყველაზე მთავარია ჩვენთვის.
ონლაინ სწავლების პრაქტიკა ზოგიერთი ჩვენი კლასისა თუ მოსწავლისთვის არაა სიახლე, გვაქვს ამის გამოცდილება, მაგალითად EDMODO-ს ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენება ონლაინ სწავლების დროს, რომელიც არის უსაფრთხო საგანმანათლებლო სოციალური ქსელი მოსწავლეებთან და მშობლებთან საკომუნიკაციოდ. მისი დადებითი მხარე არის ის, რომ მშობელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად აკონტროლოს შვილის პროგრესი, თუმცა ამის გამოყენება არ იყო ყოველდღიური. ახლა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ, რაც მოითხოვს, მშობლების განსაკუთრებულ ჩართულობას და ყურადღებას, ტექნიკური მხარის და ინტერნეტის გამართულობას.
ყოველ საჭირო მითითებას და ინსტრუქციას მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე ან ZOOM MEETING-ის საშუალებით, სადაც უკვე დარეგისტრირებულები ხართ და შექმნილია კლასის ჯგუფები. ZOOM MEETING-ის საშუალებით შეძლებთ მუდმივ რეჟიმში იქონიოთ კომუნიკაცია დამრიგებლებთან და პედაგოგებთან. განსაკუთრებით გთხოვთ მშობლებს, ითანამშრომლეთ ჩვენთან და ერთად შევუწყოთ ხელი ჩვენი შვილების განათლებას. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ! ერთად ყველაფერი გამოგვივა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები გაეცნენ წიგნის შესახებ ბრძნულ გამონათქვამებს
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო