მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მართალია, მასწავლებლებისთვის ეს ახალი გამოწვევაა, თუმცა თავს კარგად ართმევენ. მოსწავლეებს კი ონლაინ-გაკვეთილები უხარიათ.
„სულ ცოტა ხნის წინ, ყველა ჩვენგანი ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი, დღის რეჟიმი. შეიძლება არც კი გვეფიქრა, რომ ასე სასწრაფოდ მოგვიწევდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რომლის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლა. სულ რამდენიმე თვეა, რაც სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში. ონლაინ გაკვეთილების ჩატარება ყოველდღიურად ხდება კალენდრის მიხედვით, „Teams-ში“ შემოდით ბავშვებო-პოსტავენ მოსწავლეები და მასწავლებლები და ელიან ერთმანეთს კამერებთან. საინტერესო და სახალისოა, თან ცოტათი უჩვეულო გარემოა თითოეული მათგანისთვის. სკოლის პედაგოგებს მუდამ გვერდში უდგას ტექნოლოგიების ექსპერტი თინათინ გოგიაშვილი და ეხმარება როგორც რეკომენდაციებით, ასევე დისტანციური სწავლების ვიდეო ჩანაწერებით, რომელსაც თავადვე განახორციელებს. თუმცა ვერანაირი დისტანციური სწავლება ვერ შეცვლის მოსწავლისა და მასწავლებლის პირდაპირ კომუნიკაციას. ყველა მოუთმენლად ველოდებით მშობლიური სკოლის კედლებში ერთად შეხვედრას და გაკვეთილების ჩატარებას. ჯანმრთელობას ვუსურვებთ ყველას“,-ნათქვამია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თვალსაჩინოებისთვის მიმართეს ვიდეო-რესურსებსაც
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო