მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ონლაინ გაკვეთილებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები და თავად სახელმწიფოც.
მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეებს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია, შეუმოწმონ დავალებები, იყვნენ სულ კონტაქტზე მათთან და ნებისმიერი შეფერხების დროს დაეხმარონ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეფერხებები და ხარვეზები ონლაინ სწავლებისას მაინც აქტუალურია.
ეტალონი ათეულობით სკოლას დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, რა პრობლემებით მიმართავენ ისინი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც სკოლებთან საუბარში გავარკვიეთ, ძირითადად, ერთნაირი პრობლემები აქვთ და თქვენც გაგაცნობთ მათი პასუხებიდან შეჯამებულ შეფერხებებს.
ყველაზე ხშირად პედაგოგების მუშაობას 5 მიზეზი აფერხებს:
„უფროსკლასელები არ აქტიურობენ, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები უფრო ჩართულები არიან ონლაინ გაკვეთილებში. ზოგიერთ მოსწავლეს მართლაც აქვს ინტერნეტის პრობლემა, ზოგი კი იმიზეზებს. ჩემი მოსწავლეების უმეტესობა მშობლებმა ქალაქიდან გაიყვანა, რაიონებში კი დაკავშირება ვერ ხერხდება. ასევე გამოიკვეთა პრობლემა, რომ ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერი ან ლეპტოპი, ასეთ შემთხვევაში გვიწევს ტელეფონით დაკავშირება, თუმცა ამ მეთოდით ხარისხიან განათლებას, რა თქმა უნდა, ვერ იღებენ. ბავშვებს „ფეისბუქით“ კონტაქტი უფრო მოსწონთ, მაგრამ იკრძალება ამ სოციალურ ქსელში დაწყებითი კლასის მოსწავლეების დარეგისტრირება. რაც შეეხება „თიმსის“ პროგრამას, ძალიან გადატვირთულია და გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა ეს პროგრამა იმდენად მარტივია, რომ არც ასაკოვან მასწავლებლებს უჭირთ, რომლებსაც ნაკლებად აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები. საქმეს ისაც გვიმარტივებს, რომ youtube-ზე არის ატვირთული ინსტრუქცია, რომელიც გვიადვილებს მუშაობას. დისტანციურ სწავლებაში ძირითადი ხარვეზები ინტერნეტს უკავშირდება“,- ამბობს თბილისის საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი „ეტალონთან“ საუბარში.
როგორც ჩანს, დისტანციური გაკვეთილებისთვის საჭირო რესურსი ჯერჯერობით ქართულ ოჯახებს არ აქვთ, თუმცა მთავრობა ამის ხელშესაწყობად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. სამინისტრომ უკვე გამოითხოვა სკოლებიდან ინფორმაცია, თუ რომელ მოსწავლეს აქვს ინტერნეტის ხარვეზი და ვის როგორი კომპიუტერული მოწყობილობა გააჩნია. მათი კითხვარის პასუხებში, ჩვენს მიერ დასახელებული პრობლემებიც დიდი ალბათობით უმრავლესობის პასუხებში მოხვდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ