სიახლეები
საინტერესო

5 საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსი ბავშვებისთვის კარანტინის დროს
31-03-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები დაკეტილია. სასწავლო დაწესებულებების უმრავლესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. იმისთვის, რომ თქვენი შვილებისთვის სასკოლო კარანტინი საინტერესო და სასარგებლო იყოს, გთავაზობთ საუკეთესო ონლაინ-რესურსებს ბავშვების განვითარებისთვის.

მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge

სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილი ტესტირების საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა აბსოლუტურად ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.

izrune.ge-ს მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოჯახის და სკოლის ჩართულობის გაზრდა შვილების აღზრდა-განათლება წახალისების პროცესში. მოსწავლეს შეუძლია ინდივიდუალური, მის კლასზე მორგებული ონლაინ-ტესტის გავლა, რომელთა შედგენაში 100 საუკეთესო პედაგოგი მონაწილეობს.

გარდა იმისა, რომ დისტანციური სასკოლო ტესტი მოსწავლის ზოგად განვითარებას უწყობს ხელს. მშობელს შეუძლია, შვილს გვერდით მიუჯდეს და ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული საკლასო ტექსტის საშუალებით, პირდაპირ რეჟიმში, 30 წუთში შეიტყოს საკუთარი შვილის აზროვნების და განათლების დონის შესახებ.

ჰოგვარტსის ჯადოქრობის სკოლა

დიახ, სკოლა ჰარი პოტერის წიგნების სერიიდან ონლაინ მუშაობს. ჰოგვარტსში ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი ფაკულტეტი აირჩიონ, ისწავლონ მაგიური ბალახეულის მოხარშვა და ჯადოსნური ჯოხის გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს გასართობი ფორმით ხდება, მაგრამ მთავარი ღირსება არის ის, რომ სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

ყოველ შემდგომ გაკვეთილზე წვდომა მოსწავლეს მხოლოდ საშინაო დავალების შესრულების შემდეგ ეძლევა. ამასთან, ჰარისთან, რონისთან და ჰერმიონასთან ერთად სწავლა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლაში.

სასწავლო-გასართობი პლატფორმა - All Kids Network

პლატფორმა მრავალ სასწავლო და გასართობ კონტენტს და ათასობით სახალისო საბავშო საქმიანობს შესახებ რესურსებს შეიცავს. პლატფორმა განკუთვნილია ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და ყველასთვის, ვინც ბავშვებთან მუშაობს.

Google-ის ვირტუალური ექსკურსიები

გარდა სასწავლო პროცესისა, შესაძლებელია ბავშვებისთვის კულტურული დასვენების ორგანიზებაც. Google-ის ამ რესურსის წყალობით, შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი მუზეუმის მონახულება.

საგანმანათლებლო რესურსი 2Simple

გარდა იმისა, რომ ინგლისურენოვანი რესურსი მოიცავს მასალებს სახვითი ხელოვნებიდან, მათემატიკიდან და გრამატიკიდან, საიტის დახმარებით ასევე შესაძლებელია კომპიუტერულ კოდთან მუშაობის - „კოდირების“ სწავლაც. საიტზე განთავსებულია ელექტრონული წიგნების უზარმაზარი ბიბლიოთეკა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება