TOP ნიუსი
სიახლეები
სამასწავლებლო

''სექტემბრიდან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განახლებული სკოლა დახვდებათ'' - ინტერვიუ საუკუნოვანი ისტორიის მქონე კასრისწყალის სკოლის დირექტორთან
21-07-2017
-
+


გიორგი ბუღრიძე კასრისწყალის სკოლის დირექტორია. 2015 წელს სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი 2016 წელს ამავე სკოლის დირექტორად დაინიშნა.

„ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ორი წელი ვიმუშავე ტელეკომპანია ‘’იმედის’’ საინფორმაციო დეპარტამენტში. ამის შემდეგ კი 2015 წელს კასრისწყალის სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ხოლო 2016 წელს ამავე სკოლის დირექტორად დავინიშნე.“ 

ბატონო გიორგი, მოგვიყევით თქვენი სკოლის შესახებ. როგორც ვიცით, სკოლა მცირეკონტინგენტიანია. რამდენი მოსწავლე გყავთ ამჟამად სკოლაში?

კასრისწყალის სკოლა 1986 წელს არის აშენებული. ამჟამად სკოლაში 33 მოსწავლეა და მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები - აზერბაიჯანელები და სომხებიც არიან.

ადრე სკოლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. არ არსებობდა ელემენტარული პირობები. ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა და ამაში ჩვენი რესურსცენტრის ხელმძღვანელიც დამეთანხმება, რომ სკოლაში პირობები გაუმჯობესდა. სკოლა აღვჭურვეთ ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე, საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, ყველა ხარვეზი გამოსწორებულია. სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, გარემონტდა საკლასო ოთახები, ასევე კეთილმოეწყო ძველი საპირფარეშოები. სექტემბრიდან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კასრისწყალის განახლებული სკოლა დახვდებათ. ეს კი ძალიან დიდი სტიმული იქნება, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვისაც.

 

როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია პედაგოგების სიმცირეს უჩივით.

დიახ, ეს პრობლემა კი ნამდვილად გვაქვს სკოლაში. არ გვყავს საკმარისი რაოდენობის პედაგოგი. ერთ მასწავლებელს ხშირად უწევს მინიმუმ 3-4 საგნის ჩატარება. ხომ არ შეიძლება ერთი პედაგოგი რამდენიმე საგანს ასწავლიდეს?! თუმცა გამოსავალი ვიპოვეთ, დავუკავშირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ვაკანტური ადგილები გამოვაცხადეთ და პასუხს ველოდებით. ამ მხრივ მუშაობა დაწყებული გვაქვს და სექტემბრიდან ეს პრობლემაც მოგვარდება.  ჩემი, როგორც კასრიწყალის სკოლის დირექტორის მიზანია კვალიფიციური პედაგოგები დაგვემატონ.

რამდენად აქტიურად ტარება სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება და მოსწავლეები რამდენად არიან ჩართულები ამ აქტივობებში?

მინდა გითხრათ, რომ ხშირად ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას. ახალ წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე ბავშვებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, სიგელები გადავეცით.

 

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ასევე გამოირჩებიან სპორტული აქტივობით.

წელს მონაწილეობა მიიღეს კოკა-კოლის თასის გათამაშება, ასევე რეგიონებში მოეწყო გუნდური შეჯიბრება ფეხბურთში, ფრენბურთსა და  ჩოგბურთში. 

მზადება კოკა-კოლას თასისთვის

 

ჩვენი ბიბლიოთეკა ნამდვილად მდიდარია წიგნებით. გვაქვს ასევე კომპიუტერული ლაბორატორია. მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით ხშირად სარგებლობენ.

 

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები განათლების სამინისტროს პროგრამით ბაკურიანისა და წყნეთის ბანაკებში ისვენებდნენ.

როგორია მოსწავლეების სკოლამდე მისასვლელი გზა?

ამ მხრივ მოსწავლეებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. სკოლის ყველა მოსწავლე სოფელში ცხოვრობს და შორი გზიდან არ უწევთ სიარული. თუმცა ზოგადად, სოფელში არის გზის პრობლემა. აქ ზამთარსა თუ ზაფხულში რთული კლიმატური პერიოდია, სოფელი ფაქტობრივად დაცლილია და ინფრასტრუქტურაც არ არის გამართული.

 

თუ შეგიძლიათ მშობლების აქტივობაზე გვესაუბროთ. რამდენად არიან მშობლები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულები?

ძალიან აქტიური მშობლები გვყავს. არა ერთხელ გვქონია მათთან შეხვედრა.

რა შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა გამოსაშვებ გამოცდებზე და გყავთ თუ არა, აბიტურიენტი? 

წელს სამი მეთორმეტე კლასელი გვყავდა. სამიდან ერთი იყო აბიტურიენტი. სამივემ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები და არაჩვეულებრივი შედეგები გქვონდა. 7 ქულაზე ნაკლები არცერთ მოსწავლეს არ ჰქონია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება