სიახლეები
სიახლეები

რატომ აღარ უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგი პედაგოგს, ტესტირებაზე მეორედ გასვლის შემთხვევაში - მასწავლებლის სახლის განმარტება
30-03-2020
-
+


პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულში გამოცდაზე გავლენ, წინა ტესტირების შედეგი არ შეუნარჩუნდებათ. ამის შესახებ განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, რეგისტრაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.

როგორც უწყებების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

თუმცა იანვარში გავრცელებული ინფორმაციით, პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც უკვე ჩაბარებული საგნის გამოცდაზე მეორედ გავიდოდნენ, წინა გამოცდაზე მიღებული შედეგიც უნდა შენარჩუნებოდათ და მათგან უფრო მაღალი ქულის გამოყენება შეძლებოდათ. 

რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება და რატომ არ მოხდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ბერიკა შუკაკიძის დაპირების რეალობაში შესრულება, ამის გასარკვევად Etaloni.ge მას დავუკავშირდით. როგორც მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა განმარტა, მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგმილი ცვლილებები ჯერ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი უწყების მიერ დაპირებული სიახლეების დანერგვა.

„დოკუმენტი რომელშიც აღნიშნულ ცვლილებაზეა საუბარი, წარდგენილია მთავრობაზე დასამტკიცებლად. ეს არის პროექტი, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, მანამდე კი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვს უფლება წინსწრებით გააკეთოს განაცხადი, რომელიც არ იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

როგორც კი დამტკიცდება ცვლილებები, მასწავლებლის სახლი შესაბამისად იმოქმედებს და ცვლილებები ძალაში შევა. მთავრობა რა დადგენილებასაც მიიღებს, იმის მიხედვით მოხდება მასწავლებლების შედეგების შენარჩუნებაზე საუბარი. ინიციატივა კარგა ხანია მთავრობაზე წარდგენილია და იმედი გაქვს, რომ უახლოეს პერიოდში განიხილება“, - განაცხადა შუკაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე etaloni.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მასწავლებლებს ქულები შეუნარჩუნდებოდათ და წინა და ახალი შედეგებს შორის უფრო მაღალის არჩევის საშუალება ექნებოდათ.

„პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ და მიღებული აქვთ დაბალი ქულები, შესაძლებლობა მიეცემათ ხელახლა ჩააბარონ გამოცდა და უკეთესი ქულა მიიღონ. ანუ საშუალება ექნებათ შეადარონ ახალი და წინა გამოცდის შედეგები  და უკეთესი ქულა სადაც აქვს ის აიღონ და გაიუმჯობესონ მდგომარეობა“, - აცხადებდა მაშინ შუკაკიძე.


იხილეთ ასევე:

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

რა შემთხვევაში ვერ გამოიყენებთ პედაგოგად მუშაობისთვის მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება