სიახლეები
სკოლები

სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ დისტანციურ სწავლებაზე წარმატებით გადავიდა
27-03-2020
-
+


თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“  ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი უშიშრად და ოპერატიულად შეხვდა გამოწვევას, რომელსაც დისტანციური სწავლება ჰქვია.

„სკოლამ უზრუნველყო სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით; სკოლა ძირითადად იყენებს classroom.google.com-ის პლატფორმას, სადაც შექმნილია ყველა კლასი და ყოველდღიურად მიეწოდებათ მოსწავლეებს შესაბამისი ცხრილის მიხედვით რესურსები და დავალებები.

სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართა საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყეს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან დამატებითი გაუგებარი საკითხებისთვის ონლაინ კონსულტაციების მისაცემად, მასწავლებლები იყენებენ მესენჯერს, ელექტრონულ ფოსტას, zoom.us...

ვსწავლობთ თამაშით, ონლაინ ტესტებისა თუ სახალისო ქუიზების გამოყენებით“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნაზი ნადირაძე.

სკოლის დირექცია დაინტერესდა მოსწავლეების აზრითაც. გთავაზობთ მოსწავლეებისა და მშობლების შეხედულებებს დისტანციურ სწავლებაზე:

მე-9 კლასის მოსწავლე ლილიკო ერაძე:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოდესმე ასეთ რეჟიმში მუშაობა თუ მომიწევდა... სიმართლე რომ გითხრათ, რთულიცაა, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება იმ წამსვე ვკითხო მასწავლებელს გაუგებარი საკითხის შესახებ, მაგრამ მადლობა თქვენ, რომ ასე გამიმარტივეთ სირთულე და მადლობა, რომ ხელს მიწყობთ ცოდნის არ დავიწყებაში.“

მე-8 კლასის მოსწავლე ვალერია კაცაძე:

„ვისაც ვიცნობ, მეგობარი იქნება თუ მეზობელი, ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი ყველა ამბობს, რომ დამღლელი პროცესია და სკოლა ბევრად ურჩევნიათ.  რა თქმა უნდა, სკოლაში მასწავლებელი აგიხსნის და ა. შ, მაგრამ აქაც რამე კითხვა რომ დაგებადოს შეგიძლია მისწერო მასწავლებელს და ჰკითხო, ისიც სიამოვნებით აგიხსნის ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.... გაკვეთილების ცხრილიც გვაქვს და ყოველთვის ვიცი რა როდის უნდა ჩავაბარო.  ალბათ მასწავლებლებისთვის ადვილი სულაც არ არის,  ყველა ბავშვი სხვადასხვა დროს აგზავნის დავალებას, ზოგს ცუდი ხარისხი აქვს, ზოგს ცუდად უწერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უხარიათ ესა თუ ის ბავშვი რაღაცას მაინც თუ აკეთებს.  ასე და ამგვარად, ჩემთვის ძალიან მისაღებია ჩვენთვის სასიამოვნო ადგილიდან ვიმეცადინოთ და ცოდნა მივიღოთ.“

მე-10 კლასის მოსწავლე თორნიკე კალმახელიძე:

„ჩემთვის კომფორტულია სახლიდან მუშაობა, საინტერესოა მასალები  ბიოლოგიაში,  იშემიაზე და ინსულტზე,  რომ ვიდეო მასალა ვნახე ძალიან საინტერესო იყო.  ძალიან სახალისო ქუიზები და საინტერესო გაკვეთილებია“.

მე-10 კლასის მოსწავლე ანა ჩავლეშვილი:

„მე იმავეს ვაკეთებ,  რასაც სკოლაში უბრალოდ უფრო სახალისოა ჩემი აზრით. თან ონლაინ ტესტები ძალიან მომეწონა. თამაშის მსგავსი იყო და თან ახალ თემასთან კავშირიც კარგად იყო მოცემული.“

მე-9 კლასის მოსწავლე ელიზაბეტ სასირელი:

„ძალიან მომწონს ონლაინ გაკვეთილები. ვთვლი, ცხოვრებას მიადვილებს და მიმსუბუქებს, კორონავირუსის დადებით მხარეს სწორედ ონლაინ გაკვეთილების შემოღებას ჩავთვლიდი, სახლიდან შემიძლია ვისწავლო, ვაკეთო უამრავი შემეცნებითი და მხიარული ტესტები, ასევე თუ რამეს ვერ მივხვდები, ჩავერთო მასწავლებელს ონლაინ და ამიხსნას ყველაფერი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დილას ადრე ადგომა არ მიწევს, არც მძიმე წიგნებით სიარული, ყველაფრის გაკეთება სახლიდან შემიძლია და უფრო მოტივირებულიც ვარ, ჯერ არ ყოფილა ისეთი საკითხი, რომ ვერ გამეგოს. მასწავლებლები ადგენენ უამრავ ტესტებს, ასევე ქმნიან სლაიდებს, რომ უკეთესად გავიგოთ გაკვეთილები და გვიგზავნიან ონლაინ გაკვეთილებს, სადაც ყველაფერს დაწვრილებით ხსნიან, ძალიან მომწონს ასეთი სისტემა და კმაყოფილი ვარ. მადლობა მასწავლებლებს, რომ ნებისმიერ დროს ჩვენს გვერდით არიან.“

მე-9 კლასის მოსწავლე ნიკა ყოჩიაშვილი:

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ სახალისო და საინტერესო მასალების გამოყენებით, მაგრამ სკოლაში კლასელებთან ურთიერთობა აღარ გვაქვს“.

ნათია გაბელაია (მშობელი):

„ჩემი აზრით, პოზიტივი ბევრია...  ის, რომ მეტი დრო გვაქვს მშობლებს, საკუთარი შვილების სწავლა-განათლება თავად ვაკონტროლოთ, დავრწმუნდეთ მათ უნარებში და შესაძლებლობებში... დროში შეზღუდვაც არ გვაქვს, ბავშვები თავისუფლად ახერხებენ მთელი დღის განმავლობაში გართობასაც, სწავლასაც, მოსაბეზრებელი არაა მათთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რულყოფილი და სრულფასოვანია, მაგრამ შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე „როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო, ნათქვამია...“

სოფო კაპანაძე (მშობელი):

„უჩვეულო რეალობაში აღმოვჩნდი. ბაღი, სკოლა და სამსახური ერთად მაქვს სახლში. მიუხედავად იმისა, რომ მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს, ძალიან სასიამოვნოა ონლაინ გაკვეთილებში მონაწილეობა, დეტალურად ვადევნებ თვალს მასწავლებლისა და ჩემი შვილის ურთიერთობას, რაც მანამდე მიუწვდომელი იყო ნებისმიერი მშობლისთვის, მშობლის მოუცლელობიდან გამომდინარე. ამ რთულმა პერიოდმა გარკვეული თავის ტკივილი და ამავე დროს ხალისი შეგვძინა  classroom-ის სახით, ვფიქრობ, მშობლებიც მოვასწრებთ მის შეყვარებას.“

ნინო ვარდანაშვილი (მშობელი):

„სკოლა კი მაქვს სახლში, მაგრამ სამსახური ისევ თავის ადგილზეა, დილით ცხრის ნახევარზე გავდივარ და საღამოს კარგია ცხრამდე თუ მოვედი, მაგრამ მადლობელი ვარ ონლაინ გაკვეთილების.  დამანახა ჩემი გოგო როგორ გაზრდილა, რამდენი რამ უსწავლია და ეს სკოლის დამსახურებით. ონლაინ გაკვეთილებს და ამ სიტუაციას კიდევ ერთი დადებითი აქვს, ურთიერთობა გვაქვს ჩვენ პატარებთან, სხვა დროს ეს შეუძლებელია დროის სიმცირის გამო .“ 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება