მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლამ დისტანციური სწავლება დაიწყო.
სკოლა ონლაინ-სწავლებისთვის სოციალურ ქსელ „facebook“- ის პლატფორმას იყენებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი. მასწავლებლები სასწავლო მასალებად იყენებენ როგორც საკუთარ, მათივე შექმნილ რესურსებს, ასევე, ინტერნეტ -ფოტო, ვიდეო და აუდიო რესურსებს და ცდილობენ მრავალფეროვანი და საინტერესო დავალებები შესთავაზონ მოსწავლეებს.
„არსებული საგანგებო სიტუაციის საგანმანათლებლო გამოწვევების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლამ ორშაბათიდან, 23 მარტიდან, სოციალურ ქსელ „facebook“- ის პლატფორმის საშუალებით დისტანციური სწავლება დაიწყო. იქამდე, ერთი კვირის განმავლობაში, სკოლამ ჩაატარა მოკვლევა მოსწავლეთა ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო სივრცის შესარჩევად და აღმოჩნდა, რომ სკოლის 589 მოსწავლიდან (მათ შორის 18 სსსმ მოსწავლე) 24 მოსწავლის გარდა ყველას მიუწვდებოდა ხელი ზემოთ აღნიშნულ სოციალურ ქსელზე სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობების საშუალებით, მათ შორის სმარტფონით, მობილური თუ საკაბელო ინტერნეტის საშუალებით. აგრეთვე, სკოლის მასწავლებლებს ჰქონდათ შერჩეულ სივრცეში მშობელთა დახურულ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება, რამაც, მეტი ეფექტიანობის მისაღწევად, განაპირობა ონლაინ სწავლებისთვის აღნიშნული პლატფორმის შერჩევა. სკოლამ შეიმუშავა სამუშაო გეგმა, რაც გულისხმობდა კათედრის ხელმძღვანელებთან და კლასის დამრიგებლებთან აქტიურ მუშაობას მოსწავლეთა (7-12 კლასებში) და მშობელთა (1-6 კლასებში) „ფეისბუქ“ დახურული ჯგუფების გამართვის, სასწავლო მასალების მრავალფეროვნების უზრუნველყოფის, დისტანციური გაკვეთილის სტრუქტურული მონახაზისა და ასევე, უსაფრთხოების (საკომუნიკაციო წესები, კიბერბულინგისა და პერსონალური ინფორმაციის) დაცვის მიმართულებებით. მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისა და სამუშაო სარეკომენდაციო ხასიათის ინსტრუქციების მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის მიწოდების შემდეგ, მეორე დღეა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი. მასწავლებლები სასწავლო მასალებად იყენებენ როგორც საკუთარ, მათივე შექმნილ რესურსებს, ასევე, ინტერნეტ -ფოტო, ვიდეო და აუდიო რესურსებს და ცდილობენ მრავალფეროვანი და საინტერესო დავალებები შესთავაზონ ბავშვებს. სკოლის დირექტორი და მოადგილე სტუმრის სტატუსით ჩართულია თითოეულ სასწავლო ჯგუფში და თვალს ადევნებს პროცესებს ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებისა და ხარვეზების აღმოფხვრაში მასწავლებლების დახმარების მიზნით. ვფიქრობთ, ვიმუშაოთ სხვა ონლაინ სამუშაო პლატფორმის დაუფლებისა და გამოყენების მიმართულებით. რამოდენიმე მასწავლებელი უკვე აქტიურად იყენებს „ზუმისა“ და „ხანის აკადემიის“ ვირტუალურ სივრცეებს და პარალელურად ვიწყებთ „Teams'“- ში მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესს. იმ მოსწავლეებთან, კი, რომელთა ოჯახებსაც არა აქვთ ინტერნეტი დისტანციური სწავლებისთვის სკოლა იყენებს ალტერნატიულ საშუალებებს- სატელეფონო ზარისა და სმს სისტემებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება