მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაში პირველივე კვირიდან ჩაერთო. მოსწავლეების უმრავლესობა ხალისით ერთვება ონლაინ გაკვეთილებში, თუმცა ინტერნეტის ხარვეზი სრულყოფილ სასწავლო პროცესს ხელს უშლის.
„მასწავლებლები ძირითადად ვიყენებთ სოციალურ ჯგუფებს და ვთავაზობთ სხვადასხვა აქტვობებს: ვიდეო ჩართვებს, აუდიო-ჩანაწერებს, საშინაო სკოლის გაკვეთილებს, ტესტის ნიმუშებს. ჯგუფში ჩართულია ყველა მოსწავლე. რაც შეეხება აქტიურობას მათი მხრიდან, აქტიურია ის მოსწავლე, ვინც კლასშიც აქტიურობდა. უმრავლესობა მსმენელის როლშია. მშობლებიც არიან ჯგუფებში გაერთიანებული და ისინიც ნახულობენ დავალებებს. რაც შეეხება უკუკავშირს, მასწავლებლები მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ განმავითარებელი კომენტარი, რაც ძალიან დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს ჩვენი მხრიდან. ხშირია ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებიც...ამ ეტაპზე ასეა. არ გამოვრიცხავთ, რომ ახლო მომავალში „თიმსის“ პროგრამით გავაგრძელოთ სწავლება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება