სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი ცოდნის დღესასწაულია'' - ინტელექტ-შეჯიბრმა ''მესტიის ეტალონი მოსწავლე'' გამოავლინა
29-09-2016
-
+











სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება.  



ამჯერად, „მესტიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მესტიის მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 



გამორჩეული ახლაგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 









ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ. 







მონაწილეებს  ლამაზი მუსიკალური ნომრებით ამხნევებდნენ. 





დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. 
„ეტალონი“ მოსწავლის ტიტულს, მესტიის #3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლილე ფილფანი დაეუფლა.



„მესტიის ეტალონი მოსწავლეს“ შეკრებილმა საზოგადოებამ ლილეს გამარჯვება მიულოცეს.
 


ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები გამარჯვებულმა ლილე ფილფანმა გაუზიარა: „ინტელექ-შეჯიბრის მოგება არ გამჭირვებია. ხალხისგან დადებითი მუხტი მოდიოდა და ეს მეხმარებოდა. ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ თამაშით და გამარჯვებით. თვითონ პროექტი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. არანაირი პრობლემა არ შემქმნია.“ 

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, „ეტალონი“ ერონულ საქმეს აკეთებს და პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს: „ძალიან ნასიამოვნები ვარ გუშინდელი დღით, ზოგადად მადლობა მინდა ვუთხრა ეტალონის შემოქმედებით ჯგუფს ასეთი პროექტისთვის. ეს არის ეროვნული პროექტი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ზოგადად, ბავშვების  სწავლების დონით უკმაყოფილო არ ვარ. თუმცა სულ მეტი და მეტი უნდა ისწავლონ. არა მარტო მე, არამედ მოსახლეობაც ძალიან კმაყოფილია, რომ არსებობს ასეთი პროექტი. სიტყვები არ მყოფნის, ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული პროექტი, შესანიშნავი სანახაობა. ერთი სიტყვით გუშინდელი დღით ძალიან ნასიამოვნები ვარ.“

მესტიის გამგებლის მოადგილე, ნელი ნავერიანი, აღნიშნავს, რომ ეტალონი იდეალურად ორგანიზებული პროექტია: „მე მგონი ყველას შთაბეჭდილება, ეტალონთან დაკავშირებით, იდენტურია. იდეალურად ორგანიზებული პროექტი, მართლაც იდეალურად ჩატარდა. ეტალონი ამართლებს ჩვენს იმედებს. ბავშვები გახსნილები, მხიარულები და ლაღები იყვნენ. მათ თავისუფლად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. პროექტის დასრულების შემდეგ, მშობლებს გავესაუბრეთ და ისინიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ.  შარშანდელთან შედარებით წელს ბავშვების სწავლების დონე მაღალი იყო. ერთი სიტყვით, ეტალონი არაჩვეულებრივი პროექტია.“

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელენე განაიას თქმით, გუშინდელი დღე ცოდნის დღესასწაული იყო:„პროექტი თავის მიზანს ამართლებს. ახალგაზრდები მაქსიმალურად  არიან ჩართულები სწავლების პროცესში. პროექტი ცოდნის პოპულარიზაციას ნამდვილად უწყობს ხელს. აღტაცებული ვარ. პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც ვესაუბრე და ისინიც ძალიან კმაყოფილები არიან.“

რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას:
„ინტელექტ-შეჯიბრი “ეტალონი“ ცოდნის ზეიმია  ჩვენთვის, ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის. მე ვთვლი, რომ ეს იყო გოჩა ტყეშელაშვილის მიერ ჩატარებული ნამდვილი დღესასწაული. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის.  
რაც შეეხება გამარჯვებულს, ლილე ძალიან კარგად სწავლობს და ამასთან ერთად, ბევრს კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, უკვირთ კიდეც მასწავლებლებს, როგორ ასწრებს ლილე ამდენის წაკითხვას, ამდენი ინფორმაციის მიღებას. ძალიან მნიშნელოვანია, რომ „ეტალონი“ მოსაწავლეებს უფრო მოტივირებულებს ხდის და  სწავლის სტიმულს აძლევს. მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს ამისთვის.“ 

"მესტიის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ლილე ფილფანი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.       



"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".   
 
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ

მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა

კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა

„ყველას  ვალი და პასუხისმგებლობაა, დაიცვას, გაუფრთხილდეს მშობლიურ ენას“!

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მარიამ კარკაძე და თამარ კობახიძე, მუსიკალური გაფორმება კი ეკუთვნის პედაგოგ თამილა გიგატაძეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება