ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ აზიანებს COVID-19 ფილტვებს - 3D მოდელი ინფიცირებული რეალური ადამიანის რენტგენოგრაფიით შექმნეს
29-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოს სპეციალისტებმა ვიდეოზე გვაჩვენეს, თუ როგორ აზიანებს COVID-19 ადამიანის ფილტვებს. ამის შესახებ პორტალი Komonews წერს.
ვიდეოზე გამოსახულია 59 წლის ასაკის მამაკაცის ფილტვები, რომელსაც რამდენიმე დღეში ფილტვების მნიშვნელოვანი უბნები დაუზიანდა. დაავადების აგრესიული ფორმის გამო მედიკოსები იძულებულნი გახდნენ პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაეყვანათ.
ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ფილტვის ქსოვილის ასეთი დაზიანების შემდეგ, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს.