მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს, აცხადებს, რომ იწყება განმეორებითი კვლევები და იმედოვნებს, რომ ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან, - „არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გაუარესება არ შეინიშნება, პირიქით, განმეორებითი კვლევები იწყება, მათთანც დადგება გამოჯანმრთელება და დატოვებენ ჩვენს ცენტრს. ამის იმედი გვაქვს“.
მარინა ეზუგბაია ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 10 დღეა ასაკობრივი სპექტრი შეიცვალა - თუ დაავადების საწყის პერიოდში ახალგაზრდა და საშუალო ასაკი ჭარბობდა, ახლა ასაკოვანი ხალხი ჭარბობს: „ბოლო 10 დღეა, ასაკობრივი სპექტრი შეიცვალა. 60 წელს გადაცილებული უკვე შვიდი პაციენტია 86 პაციენტში. 70-ს გადაცილებული სამია და 80-ს გადაცილებული - ორი. ასაკს იმიტომ ვაქცევთ ასეთ ყურადღებას, ყურადღებას, რომ სწორედ ასაკია გარკვეულწილად მაღალი რისკის შემცველი და ასეთ პაციენტებთან დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი თუ გამოსავალი რთულია. აუცილებლად მოითხოვს დინამიურ მეთვალყურეობას და მხოლოდ და მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ გამოსავალზე საუბარს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა