დასახელდა ტემპერატურა, რომლის დროსაც კორონავირუსი ყველაზე აქტიურია - მეცნიერების ახალი დასკნით, იქნება თუ არა სიცხეშიც საშიში?
31-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი კორონავირუსი სიცხეში ძალას კარგავს. ყველაზე აქტიური კი დაახლოებით 4 გრადუს ტემპერატურაზეა. მათი დასკვნები სამედიცინო კვლევების პორტალზე - medRxiv.org გამოქვეყნდა.
„ვირუსი ძალიან სტაბილურია 4 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ მგრძნობიარეა სიცხის მიმართ“, - ნათქვამია კვლევაში.
4 გრადუს ტემპერატურაზე ინფექციას შუძლია იარსებოს ორ კვირაზე მეტი დროით, მაშინ როცა 70 გრადუსამდე ტემპერატურის დროს 5 წუთში კვდება.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, თუ ტემპერატურა 22 გრადუსს შეადგენს, კორონავირუსი აქტიურობას იჩენს მინიმუმ ერთი კვირა, 37 გრადუსის დროს - არაუმეტეს ორი დღე, ხოლო 56 გრადუსის არსებობისას - ნახევარ საათზე ნაკლებ დროში კვდება.
მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს COVID-19-ის სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა ზედაპირზე. მათი მონაცემებით მას შეუძლია სამედიცინო ნიღბის გარე ნაწილზე მინიმუმ ერთი კვირა იარსებოს.
ქაღალდზე კორონავირუსი სამ საათზე ნაკლები ძლებს, ხესა და ქსოვილებზე - არაუმეტეს ორი დღისა, მინაზე - ოთხ დღეზე ნაკლები, უჟანგავი ფოლადის და პლასტმასის ზედაპირზე კი არა უმეტეს ერთი კვირის განმავლობაში ცოცხლობს.