მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 2 აპრილიდან მასწავლებლებისთვის ვებინარი იწყება.
უწყების განმარტებით, ვებინარის თემაა, Microsoft Teams-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, სპიკერი კი EMIS-ის სისტემური ადმინისტრატორი ვანო ნარიმანიძე იქნება.
„პროგრამა Teams-ი სრულად მორგებულია დისტანციურ სასწავლო პროცესს და საშუალებას გვაძლევს: ჩავატაროთ ვიდეო გაკვეთილები და შევინახოთ მათი ჩანაწერები. მოვამზადოთ დავალებები. თემები განვიხილოთ ჯგუფურად. სამუშაო ფაილები გავუზიაროთ ჯგუფის წევრებს.
დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, საჯარო სკოლებს Microsoft-ის15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენება შეუძლიათ, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარებათ.
გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური სწავლება აქტუალური საკითხია, საქართველოს განთლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციაა მასწავლებლებმა Microsoft Office 365-ის პროდუქტები გამოიყენონ", - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლებმა ვებინარში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გსავლელად უნდა გადავიდნენ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ