მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის განცხადებას ავრცელებს და იმ ონლაინ რესურსების გამოყენებას ურჩევს, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
ამასთან, უწყება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ვებინარს ჩაატარებს.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, იმის გათვალისწინებით რომ საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს უფრო დიდი დროის გატარება უწევთ კომპიუტერულ მოწყობილობებთან და იზრდება ელექტრონული სერვისების გამოყენება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში და როგორ გავუმკლავდეთ მას.
"განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გირჩევთ გამოიყენეთ მხოლოდ ის ონლაინ რესურსები, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა უსაფრთხოებისათვის.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენთან დაკავშირებული პირების პერსონალური მონაცემების დაცვა.
აქვე გაცნობებთ, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა წარმოგიდგენთ ვებინარებს მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, სადაც გაეცნობით უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა და შეძლებთ კითხვა- პასუხის რეჟიმში გქონდეთ ჩვენს უსაფრთხოების მენეჯერთან კომუნიკაცია.
ამასთან, ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ფიშინგი; უსაფრთხო ბრაუზინგი; სოციალური ინჟინერია; განათლების ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც იცავს მათ ონლაინ სერვისებს" - ნათქვამია განცხადებაში.
ვებინარებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა