მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიქელიანის საჯარო სკოლა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით არ ჩამორჩა განათლების სამინისტროს მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს.
საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეძლო სასკოლო თემის, შესაძლებლობის ფარგლებში, ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციების გამოყენება მოსწავლეებთან და მშობლებთან საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდება.
„ვინაიდან, ჩვენს სოფელში არ არის ინტერნეტთან წვდომა, გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, შევთავაზეთ ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა, გამოგვეყენებინა მობილური ტელეფონებით ყოველდღიური კომუნიკაცია, კითხვა-პასუხი, აზრთა გაზიარება, დავალებების მოსმენა და მომდევნო მასალის გადაცემა მათთვის, ხალისით ვმუშაობთ ორივე მხარე.
ახლა ტელევიზორიდანაც გვაქვს შანსი, მოვუსმინოთ „ტელეგაკვეთილებს", რამაც ძალიან გაახალისა მოსწავლეებიც და მშობლებიც. მათი სახელით უდიდესი მადლობა ჩვენ მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებლს და განათლების სამინისტროს, რომ ამ ჟამიანობის დროსაც კი ჩვენი მოსწავლეებისთვის ასე ზრუნავენ“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში