საქართველოს ნაკრები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 6 მედლით დაბრუნდა
24-07-2017
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა მათემატიკის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე უდიდეს წარმატებას მიაღწია.
გუნდის ექვსივე წევრმა შეძლო მედლის აღება. ოქროს მედალი ალექსანდრე საათაშვილმა მოიპოვა. იგი ოლიმპიადის გამარჯვებულთა ხუთეულში 99,35 პროცენტით მოხვდა. ვერცხლის მედლები საბა ლეფსვერიძემ და ნიკოლოზ ბირკაძემ მიიღეს, ხოლო ბრინჯაოსი - დავით ხვედელიძემ, დავით თათოშვილმა და ირაკლი შალიბაშვილმა. ამ მაჩვენებლებით საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილი დაიკავა 111 ქვეყანას შორის.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - IMO 2017 რიო დე ჟანეიროში მიმდინარე წლის 12-23 ივლისს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ოლიმპიადად ითვლება. ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.