სიახლეები
საინტერესო

გაფრთხილება მათ, ვინც Zoom-ს იყენებს: ჰაკერებმა მისი დახმარებით მავნე პროგრამების გავრცელება დაიწყეს
31-03-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო, რაც უფრო მეტი ადამიანი იწყებს მუშაობას და სწავლას სახლიდან ვიდეოკონფერენციების სერვისი Zoom მით უფრო პოპულარული ხდება.

ეს Zoom-ს ჰაკერების მთავარ სამიზნედ აქცევს, რომელთაც სერვისის კვლავ მოპოვებული პოპულარობით სარგებლობა სურთ. 

კიბერდამნაშავეებმა აღნიშნული სიტუაციის გამოყენება გადაწყვიტეს და Zoom-ში ყალბი დომენების რეგისტრაციით და საზიანო ფაილების შექმნით, ცდილობენ აიძულონ ადამიანები საკუთარ მოწყობილობებზე მავნე პროგრამები ჩამოტვირთონ.

როგორც კომპანია Check Point-ის სპეციალისტები აცხადებენ, პანდემიის დაწყებიდან Zoom-ში 1700-ზე მეტი ყალბი დომენი დარეგისტრირდა, რომელთაგან 25% სერვისს მხოლოდ უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში შეემატა.

ექსპერტებმა მავნე ფაილები სახელწოდებით - zoom-us-zoom_##########.Exe“ აღმოაჩინეს, რომლებიც გაშვების შემთხვევაში პოტენციურად არასასურველ პროგრამებს აინსტალირებს, ისეთებს როგორიცაა InstallCore - აპლიკაცია, რომელიც მოწყობილობებზე მავნე პროგრამების სხვა სახეობებს აყენებს.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების პროცესში Zoom-ს აქტიურად იყენებენ ქართველი მასწავლებლებიც.

კომპანია Check Point მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც მომხმარებლებს დისტანციურად მუშაობა უხდებათ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ უცნობი წყაროებიდან მიღებულ ელ.ფოსტასთან და ფაილებთან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება