ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელ ადამიანებს პირბადეების ტარებას არ ურჩევს
24-05-2020
დაკოპირებულია
-
+
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სამედიცინო ნიღბები ადამიანებმა მხოლოდ კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევაში ან ინფიცირებულთან ურთიერთობისას უნდა ატარონ. განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, პირბადეები პირველ რიგში უნდა ატარონ ინფიცირებულმა ადამიანებმა ან მედპერსონალმა, რომელთან დასნებოვნებულებთან აქვთ ურთიერთობა. უფრო მეტიც, პირბადის არასწორმა ტარებას შეუძლია ადამიანს ავნოს კიდეც.
„არ არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ნიღბების მასობრივ ტარებას რაიმე პოტენციური სარგებელი აქვს. სინამდვილეში, არის ზოგიერთი მტკიცებულება მათი საპირისპირო მოქმედების შესახებ ნიღბის არასწორი გამოყენების ან არასწორად ტარების შემთხვევაში“, - აღნიშნა რაიანმა.
ჯანმო-ს ეპიდემიოლოგმა, ექიმმა მარია ვან კარკჰოვემ კი დასძინა, რომ ნიღბები უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, კერძოდ სამედიცინო პერსონალმა.
ექიმმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების გამოყენების პრიორიტეტი უნდა ჰქონდეთ ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც სახლში არიან და ასევე იმათ, ვინც მათ უვლით.