მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
გაიზიარეთ მოსწავლეების, მათი ოჯახების და მათი განსაკუთრებულად აქტიური - თბილისის N71 საჯარო სკოლის წარმატება.
„N71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და დამრიგებლებმა ვიაქტიურეთ და გავიარეთ დღევანდელი ტესტი. ჩვენი შვილები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. აქვთ დიდი მოტივაცია მიიღონ „მომავლის კლასის“ ტიტული. მადლობა Izrune.ge-ს იმისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ სახლში და ისე მივიღოთ განათლება. ამით კმაყოფილებას განიცდიან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ჩვენც - მშობლები. N71 სკოლა თავის გუნდთან ერთად ყველას მოუწოდებს „დარჩით სახლში“ გვიყვარხართ“ - გვწერს სკოლის წარმომადგენელი.
გაიცანით, სკოლის საამაყო წარმომადგენლები:
სკოლას ეტალონი დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე ჰყავს, სწორედ მისი დამსახურებაა Iბ კლასის წარმატება Izrune.ge -ზე.
სკოლის საამაყო მოსწავლეა მეოთხე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ თამარაშვილი, რომელიც Izrune.ge -ს ტესტებს წარმატებით გადის. ნიკოლოზ თამარაშვილი მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და ჩაერთოთ მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ Izrune.ge-ში.
ნიკოლოზ ჰყავს განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი ეკა მაისურაძე, რომელიც მუდმივად ეხმარება მოსწავლეებს განვითარებასა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვაში.
საამაყოა ნიკოლოზის მსგავსი ყველა ღირსეული მოქალაქე და ეკა მასწავლებლის მსგავსი ეტალონი დამრიგებლები.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის დისტანციური განათლების მოტივაციაზე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში