მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაგეგმილი აქტივობების ანონსი გამოაქვეყნა. მასწავლებლის სახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვიდეოები განთავსდება გარიგში აღნიშნულ დღეებში 17:00 საათზე.
ცენტრის ინფორმაციით, განრიგი ყოველკვირეულად განახლდება. ამ ეტაპზე კი გთავაზობთ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ აქტივობებს:
2 აპრილი - ბიოლოგია
დისტანციური სწავლება ბიოლოგიაში, შესაძლებლობები, სირთულეები და რესურსები;
3 აპრილი - გეოგრაფია
Teams-ის ინსტრუმენტების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე დისტანციური სწავლებისას;
5 აპრილი - მათემატიკა
მათემატიკური შინაარსის კომპიუტერული თამაშები და მათი ეფექტურად გამოყენება დისტანციური სწავლების პირობებში;
6 აპრილი ინგლისური ენა
პროექტზე დაფუძნებული სწავლება დისტანციური სწავლებისას;
6 აპრილი სამოქალაქო განათლება
პირველი ვებინარის თემა: „ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას“.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ დღეს ვიდეო მიმართვაშიც ისაუბრა. მისი თქმით, მასწავლებლის სახლი იწყებს ონლაინ ჩართვებს, სადაც როგორც მასწავლებლებს, ისე ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება დასვას კითხვა და ცენტრის წარმომადგენლისგან მიიღოს პასუხი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა