მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. მასწავლებლები სხვადასხვა ფორმატით ახერხებენ ბავშვებთან ურთიერთობას.
ონლაინ სწავლების პერიოდში ონლაინ პროექტების დროც დადგა. სასკოლო პროექტი „როცა დედამიწას უჭირს“ მალევე აიტაცეს მოსწავლეებმა და თავიანთი ნააზრევი საინტერესო ამბებად მოიტანეს ჩვენამდე. მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს დღევანდელი მდგომარეობა.
გთავაზობთ მოსწავლეთა ნამუშევრებს:
პროექტი - „როცა დედამიწას უჭირს“
ნინი ადუაშვილი - X კლასი
„სამყარო სავსეა მილიონი უხილავი პრობლემით, რომელიც დროდადრო გვესხმის თავს და დიდ ზიანს გვაყენებს. მსგავს სიტუაციებში ადამიანები ეგოისტურად საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ვეძებთ გამოსავალს, ვიკეტებით იქ, სადაც არ გვაქვს კავშირი პრობლემებთან და ვაშენებთ კედელს, რომლის მიღმაც ვტოვებთ სამყაროს. ამასობაში კი საკუთარ თავს ვკარგავთ. ადამიანები ყოველთვის რაღაცის მოლოდინში ვართ, იმაზე კი არასდროს ვფიქრობთ, ლოდინის შედეგი ვის მხრებზე სიარულით დგება.
დედამიწას უჭირს, სუნთქვა უძნელდება ამ მილიონობით პრობლემაში, რომელსაც ვერანაირი კედელი შველის. დედამიწა უყურებს როგორ ნადგურდება ის, რაც წლების წინ სანახაობით აოცებდა და სიამაყის გრძნობას უჩენდა მას. დედამიწა დაიღალა ჩურჩულით, იმ ტკივილის გადმოცემით, რასაც ყოველდღიურად ვაყენებთ ჩვენ,ადამიანები. და რა რეალობის წინ დგას ის დღეს? ისევ უძლური, ისევ უბედური, ისევ ცრემლიანი სახით გაეხვა ვირუსის ნისლში და შორი სილუეტებით უყურებს, როგორ ნადგურდება წლობით და საუკუნობით ნაშენები ყოველდღიურობა. თითქოს ყველაფერს ძირი გამოაცალეს. ვერავის ხედავს საბრალო დედამიწა, რომელსაც გვერდით საყრდენად ამოიყენებს იქამდე ვიდრე ასე უჭირს და უმძიმს. ის ბუნების ენით გვესაუბრება, გვაგრძნობინებს ემოციებს, რომელიც ერთიანად ფეთქავს მასში, მაგრამ ჩვენ რატომღაც არ ვუსმენთ და ყველაფერს რუტინულ წრედ მივიჩნევთ, რომლის მიღმაც გზა წყდება.
ჩემს თვალში ტკივილის ალით გარშემორტყმულ დედამიწას დიდი შავი თვალები აქვს, რომელიც ნელ-ნელა ცრემლებით ევსება, პატარა გულჩვილი ბავშვივითაა, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, თითოეული ქმედება მის მიმართ ნეგატიურ გზავნილად მიაჩნია და იქნებ ასეცაა? იქნებ ჩვენი თითოეული ნაბიჯია მისთვის შეურაცხმყოფელი, მაშინ როცა არც ვაცნობიერებთ, ისე ვაყენებთ ზიანს მას, ვინც ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქა, ვინც ჩვენ ყოველდღიურად გვაძლევს არსებობის საშუალებას, ჩვენ მას ვანადგურებთ,ვინც ჩვენთვის ზრუნავს.
ეს ერთი გულჩვილი დედამიწა, ლურჯი და მწვანე ფერებით შექმნილი, სიმამაცით გამოეყო დანარჩენ პლანეტებს, რომლებმაც თითქოს წინასწარმეტყველურად განჭვრიტეს, რამხელა საფრთხე ვიყავით მათთვის და თავი ჩვენგან შორს დაიჭირეს, ახლა კი მუდმივად ესმის საბრალო დედამიწას სიტყვები: ხომ გეუბნებოდით, უნდა დაგეჯერებინა, შეცდი...
ჩვენ ვუქმნით დედამიწას იმ ყოველდღიურ ტკივილს, რომელსაც უმძიმეს შედეგამდე მივყავართ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი გვაახლოებს უფკრულთან, უფსკრული კი იმ მომენტში გადაიჩეხება ბნელ სივრცეში, როცა დედამიწას მეტის ატანის ძალა აღარ ექნება. დედამიწას უჭირს, დედამიწას სტკივა, დედამიწა განიცდის, მასაც აქვს გული, რომელსაც ჩვენ ვარჭობთ გამუდმებით ეკლებს და დედამიწის რეალობით გულიდან ჰაერს ვაცლით, ვტანჯავთ და ყველა გზას ვუჭრით, გარდა ერთისა, დანებების რისკენაც ჩვენ თავად ვუბიძგებთ...“
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო