მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
„მასწავლებლები იყენებენ დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებულ პროგრამებს, კერძოდ შექმნილია ჯგუფები მესენჯერში. ასევე თანდათანობით გადადიან Teams-ის პროგრამაზე, სადაც შესაძლებელია ვირტუალური საკლასო ოთახებისა და ციფრული დაფის მოწყობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და შესაბამისად, ვერ ხერხდება მოსწავლეებთან დაკავშირება. იმედია, მალე დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ სკოლაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება. 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც