მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგები დისტანციური სწავლებისთვის იყენებენ როგორც Microsoft Teams-ს, ისე ყველა იმ საშუალებას, რაც მოსწავლეებთან დაკავშირებაში ეხმარებათ.
„მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ეს გამოწვევები მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორის არის განათლების სისტემა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აგრძელებს მუშაობას, რათა ეს გამოწვევები ღირსეულად იქნეს დაძლეული. როგორც მოგეხსენებათ საქართველოშიც დაიწყეს სკოლებმა სპეციალური პროგრამის Microsoft Teams - ის გამოყენება.
კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მყისიერად მოახდინა რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მან დეტალურად აგვიხსნა როგორ უნდა გვემუშავა აღნიშნულ პროგრამაში და ამის შემდგომ უკვე ჩვენი სკოლის პედაგოგები აქტიურად ვიყენებთ, როგორც ამ პროგრამას ისე ყველა იმ საშუალებას, რაც მოსწავლეებთან დაკავშირებაში დაგვეხმარება. სოციალური ქსელები, სატელეფონო ზარები და ა.შ.
ჩვენი პედაგოგები ყოველდღიურად ამყარებენ კომუნიკაციას მოსწავლეებთან, ვაძლევთ მათ დავალებებს და შემდეგ ვამოწმებთ ამ დავალებებს. კითხვების შემთხვევაში მოსწავლეებმა იციან რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვირეკონ ან მოგვწერონ კითხვები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან საინტერესო გამოდგა. როგორც მასწავლებლების ისე მოსწავლეების პოსტებში ნახავთ უამრავ თბილ სიტყვებს რომლებსაც ისინი წერენ ერთმანეთს.
ახლა აუცილებლად ჩავებმებით იმ ახალ, ქართულ პროგრამაში, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ახალი სწავლების მეთოდი საშუალებას მისცემს ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს პირნათლად შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც