მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
COVID-19-ის გამო გახანგრძლივებულმა არდადეგებმა უფროს მასწავლებლებს ახალი კითხვები გაუჩინა. მათ აინტერესებთ, როდის ჩატარდება გარე დაკვირვება, რომელიც პედაგოგების სტატუსის ასამაღლებლად იყო დაგეგმილი. გარე დაკვირვების რიგში 2 657 მასწავლებელია.
„თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ეს უხერხულობაა, თუმცა მთავარი ჯანმრთელობაა!" - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში არდადეგების გახანგრძლივებისას წერდა. მისი სტატუსიდან შეიტყვეს მასწავლებლებმა, რომლებსაც გარე დაკვირვების თარიღები გადანაწილებული ჰქონდათ მარტის პერიოდში, არდადეგების გახანგძლივების გამო, ვადა გაუგრძელდათ.
„გარე დაკვირვება შეჩერებულია, სწავლის აღდგენას ველოდებით. ამ სემესტრში გარე დაკვირვება 3721 უფროსი მასწავლებელიდან 1064-მა გაიარა. პროცესი სწავლის დაწყების შემდეგ გაგრძელდება. შეიძლება ნაწილის გადადება შემოდგომისთვის მოგვიწიოს, ეს იმის მიხედვით გადაწყდება, თუ როდის განახლდება სწავლა“, - ამბობს მანანა რატიანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში