მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისთვის სკოლა აქტიურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს - სოციალურ ქსელებს, Microsoft Teams-ს, სატელეფონო კავშირებს და ახალ ქართულ პლატფორმას-Feedc edu-ს.
„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, გამონაკლისი არც ჩვენი სკოლაა. ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია, დავიცვათ მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება და ამავდროულად, გამოვძებნოთ გზები სწავლა-სწავლებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა ყველა ღონისძიებას ახორციელებს მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის ამაღლების მიმართულებით და გადასულია დისტანციურ სწავლებაზე.
დისტანციურ სწავლებაზე სკოლა აქტიურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს; სოციალურ ქსელებს, Microsoft Teams-ს, სატელეფონო კავშირებს და ახალ ქართულ პლატფორმას-Feedc edu-ს.
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა პროექტი ,,ტელესკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისათვის ინტერნეტკავშირის გარეშეც. მოსწავლეებს დამრიგებლებმა „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი მიაწოდეს.
მინდა ვთხოვო მშობლებს, აქტიურად ჩაერთონ დისტანციური სწავლების პროცესში, ვიყოთ ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ერთად შევუწყოთ ხელი ბავშვებს სირთულეების დაძლევაში. მშობლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება სკოლასა და მოსწავლეს შორის ეფექტური კავშირის არსებობა. გისურვებთ ჯანმრთელობას“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო