მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის ლელა კირკიტაძის თქმით, სკოლამ გამოწვევას საკმაოდ კარგად გაართვა თავი და დისტანციურ სასწავლო პროცესის მიღმა თითქმის არც ერთი მოსწავლე არ დარჩა.
„როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო გლობალურ სივრცეში მიმდინარე პანდემიისა და ამ პროცესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლამ კათედრებთან ერთად შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლითაც წარიმართებოდა გაკვეთილები ჩვენი მოსწავლეებისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმით.
თითოეულმა მასწავლებელმა შეადგინა გაკვეთილების ცხრილი, მოდიფიცირება გაუკეთეს გეგმებს, განვსაზღვრეთ დავალებების ფორმები, აქცენტი გადავიტანეთ სახალისო დავალებებზე, გავწერეთ სამუშაო დრო და თავდაპირველად სოციალური ქსელებით დავუკავშირდით თითოეულ მოსწავლეს და შევუდექით დისტანციური სასწავლო პროცესის განხორციელებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უსწრაფესად განახორციელა თითოეული სკოლის მოსწავლის, მასწავლებლისა და ადმინისტრაციის Teams-ის პლატფორმაში ჩართვა, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა დისტანციური სწავლება.
იყო სირთულეები, თუმცა სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად გავართვით თავი სირთულეებსაც და რაც მთავარია, თითქმის არც ერთი მოსწავლე არ დარჩა სწავლების მიღმა. ასევე მნიშნელოვანია, სსსმ მოსწავლეთა ჩართულობა, რომელთა მუშაობის ფორმები, გეგმები შეიმუშავეს სკოლის სპეცმასწავლებლებმა კლასისა და საგნის მასწავლებლებთან ერთად. ყველა მოსწავლესთან მოხდა დაკავშირება და დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვა.
როგორც მოგეხსენებათ, ასევე უსწრაფესად მოახდინა განათლების სამინისტრომ პირველ არხთან ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტის ,,ტელე-სკოლა" ამოქმედება, რომლის შესახებაც მივაწოდეთ ინფორმაციები მოსწავლეებსა და მშობლებს. კლასის ხელმძღვანელებისგან მოძიებული ინფორმაციების საფუძველზე დავადგინეთ, რომ სიამოვნებით უყურებენ „ტელე-სკოლის“ გაკვეთილებს როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გააკეთა განცხადება ახალი ქართული საგანმანათლებლო პლატფორმის „Feedc Edu“- ის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლის უკვე გაწაფული მასწავლებლები და მოსწავლეები, აქტიურად გაივლიან რეგისტრაციას და ამ პლატფორმის გამოყენებითაც მნიშვნელოვნად გავუმრავალფეროვნებთ მოსწავლეებს დისტანციურ სწავლებას“,- აღნიშნავს ზესტაფონის N4 სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა