სიახლეები
სიახლეები

განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა - განათლების სამინისტრო საშუალო საფეხურისთვის ცვლილებებს გეგმავს
05-04-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობას იწყებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აგრძელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. შედეგად, მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას, უნარ-ჩვევებს, მიდგომებსა და კომპეტენციებს, რომლებიც შემდგომში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. პროექტი ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით ხორციელდება.  სასწავლო პროგრამის რევიზიაში, ასევე, აქტიურად იქნება ჩართული ესტონეთის ფონდი „ინოვე“.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ესტონეთის ელჩთან კაი კაარელსონთან, UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან და ესტონეთის ფონდ „ინოვეს“ წარმომადგენელთან, ეინარ ვარასთან ვიდეო-შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხასან ხალილმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთან და ესტონეთის საელჩოსთან პარტნიორობის მთავარ პრიორიტეტს საქართველოში მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. ასევე, მან ისაუბრა ესტონეთის განათლების მოდელის გაცნობისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, რაც გულისხმობს ბავშვზე ფოკუსირებულ და კომპეტენციებზე დამყარებულ სასწავლო პროგრამასა და ინოვაციურ და ინტერაქტიულ სწავლებას. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებისთვის შესაბამის სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში პარტნიორობის საკითხები განიხილეს, რაც ითვალისწინებს საშუალო განათლების ზედა საფეხურისათვის პოლიტიკისა და მიზნების განსაზღვრას, კავშირებს შემდგომ განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებთან, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებას, სავალდებულო და არჩევითი საგნების განაწილებას, საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავებას, შეფასების მექანიზმების შემუშავებას მოსწავლეთა კომპეტენციების გაზრდის მიზნით, და მოზარდების უკეთ მომზადებას ცხოვრების, დასაქმებისა და შემდგომი განათლებისთვის.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე და საქართველოს სკოლებში განათლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

მოცემული პროექტი წარმოადგენს 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ლოგიკურ გაგრძელებას, რომლის დროსაც გადაიხედა I - IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასთან ერთად, 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ქართველი პრაქტიკოსი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ესტონეთს ეწვივნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ სწავლებისა და სწავლის ესტონურ მოდელს. 

კლასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ 20 საპილოტე სკოლაში გაკვეთილების ჩატარების პროცესი შეცვალა და გაკვეთილები გახდა ინტერაქტიული, სახალისო, და საინტერესო. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ახალი სკოლის მოდელი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

გაკვეთილის თემა გახლდათ - „ფიზიკისა და  მეცნიერების განვითარება“

მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება