TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდება - რომელი ვარიანტი დასახელდა ყველაზე რთულად
27-07-2017
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ზოგადი უნარების შედეგებით დაიწყება. შედეგებთან ერთად აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ ნაშრომებსაც გაეცნონ. ასევე გამოქვეყნდება სტატისტიკური ანალიზი.

''ზოგადი უნარების შედეგები დღეს 12:00-დან გამოქვეყნდება, დანარჩენ საგნებში აბიტურიენთა შედეგები კი ორშაბათიდან გახდება ცნობილი. ზოგადი უნარების გამოცდაში მე-3 ვარიანტი დასახელდა ყველაზე რთულად, ამიტომ ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა იქნება 21, დანარჩენ ვარიანტებში კი - 24'', - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

ზოგად უნარებში, ისევე როგორც იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, ქულების გათანაბრების შემდეგ ხდება.

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევის, დამატებისა თუ შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების დასრულებამდე ექნებათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება