მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპული კერძო სკოლა „ორნატი“ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.
„მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო, რაც გამოიწვია ვირუსის covid-19-ის გავრცელებამ, ჩვენი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, მათ შორისაა ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატიც“.
სატესტო მუშაობამ, რომელიც დაიწყო 16 მარტიდან, წარმატებით ჩაიარა. დისტანციური სწავლებისათვის ვიყენებთ zoom-ის პლატფორმას, Skype-სა და Messenger-ს.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართულია თითქმის ყველა მოსწავლე, პედაგოგები ენერგიას არ იშურებენ, რისთვისაც სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს.
ასევე უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან, მათი მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდებოდა მიგვეღწია მცირედი წარმატებისთვისაც კი. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომით კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება ელექტრონული სწავლება უახლოეს დღეებში.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ გამოვიყენოთ Microsoft-ის პლატფორმაც, რომელიც მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს დისტანციური სწავლებისათვის. მოსწავლეს, რომელსაც შეექმნება ტექნიკური პრობლემა, ვთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას, რათა ჩვენი ჩართულობით მოხერხდეს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა.
საქართველო მალე შეძლებს დაამარცხოს უხილავი მტერი covid-19“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა