სიახლეები
სკოლები

„პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობს“ - პირველი სვირის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
03-04-2020
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დირექცია, დამრიგებლები და მასწავლებლები ცდილობენ კომუნიკაცია იქონიონ თითოეულ მოსწავლესთან და ამას საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ. პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობს.

„სკოლის დირექცია გაცნობებთ, რომ სკოლა სრულად ითვალისწინებს მთავრობისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს და ზედმიწევნით ასრულებს დავალებებს. დირექცია, დამრიგებლები და მასწავლებლები ცდილობენ კომუნიკაცია იქონიონ თითოეულ მოსწავლესთან და ამას საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ. ამისათვის იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას: ეს იქნება სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, თუ Microsoft office 365-ის პროდუქტები. რაც ყველაზე მთავარია არც ერთი მოსწავლე არ გვრჩება ყურადღების მიღმა.

რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლება ვერ შეცვლის აქტიურ სასწავლო პროცესს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მოსწავლემ განაგრძოს ცოდნის შეძენა. უმრავლესობა უყურებს ტელეგაკვეთილებს, კლასებს აქვთ შექმნილი facebook​-ის messenger-ში ჩატები, სადაც ურთიერთობენ ყველა საგნის მასწავლებელთან და ახორციელებენ ვიდეო ჩართვებს. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, კლასში 8-10 მოსწავლეა და ეს პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობს. მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული, რომ შვილებმა შეასრულონ მიცემული დავალებები. მასწავლებლები იყენებენ რეკომენდირებულ ვიდეო რესურსებს.

იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, მალე ჩაივლის მძიმე დღეები და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ და მონატრებულ რეჟიმს“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება