მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში დეზინფექცია სხვა დროსაც პერიოდულად კეთდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინა და 10 მარტს სკოლის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდა.
სველი წესით დაალაგეს საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაწმინდეს მერხები და სასკოლო ინვენტარი, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და ეფექტიანად იყოს თავიდან აცილებული რისკები. სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობდა სკოლის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ კონორავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ