მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ. პედაგოგები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ, თუმცა თავი კარგად გაართვეს. მასწავლეები მოსწავლეებს სასწავლო რესურსს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით აწვდიან.
„ონლაინ გაკვეთილების ჩატარების საჭიროება სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებამ გააჩინა, რადგან მსოფლიოში covid-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით, საჯარო სივრცეში მუშაობის პროცესი შეაჩერა და უწყებებს რეკომენდაცია მისცა, დისტანციურად გააგრძელონ მუშაობა.
განჯალის საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურმა სწავლებამ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან ონლაინ გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკა არცერთ მასწავლებელს არ აქვს. მიუხედავად ამისა, თითოეულმა პედაგოგმა გამოთქვა მზაობა ონლაინ გაკვეთილების მოსამზადებლად, თუმცა იკვეთება ძირითადი პრობლემა. მოსწავლეების უმეტესობას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ვისაც აქვს წვდომა კი არ აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება რომ ჩაერთონ TEAMS-ში.
მასწავლებლები სასწავლო რესურსს აწვდიან ელ.ფოსტის და მესენჯერის მეშვეობით. განჯალის საჯარო სკოლის გვერდზე შეიქმნა დახურული ჯგუფი „ქართული, როგორც მეორე ენა“, სადაც გაწევრიანდნენ მშობლები და იქ განთავსებულ სასწავლო რესურსებს აცნობენ შვილებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში