სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის რეგისტრაციას აცხადებს - 6 რამ, რაც განაცხადის შევსებისას უნდა გაითვალისწინოთ
06-04-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვონული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამა eTwinning Plus-ს ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. eTwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ ბმულზე, დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  1. ინფორმაცია ივსება ინგლისურ ენაზე;
  2. სახელი და გვარი მითითებული უნდა იყოს ისე, როგორც წერია პირადობის მოწმობაში;
  3. სკოლის სახელწოდება უნდა შეივსოს სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School ; LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School
  4. რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი.

გთავაზობთ, რეგისტრაციის პროცესს:

ნაბიჯი N1:

რეგისტრაციის დასაწყებად მომხმარებელი უნდა შევიდეს eTwinning-ის პორტალზე https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკოს ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვეს ბმულს don’t have an account? Get started , პირველ ეტაპზე მომხმარებელი გადავა წინასწარ სარეგისტრაციო გვერდზე და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას.

ამის შემდგომ, მომხმარებელი მიიღებს ელ. ფოსტაზე სარეგისტრაციო ბმულს. ბმულზე გადასვლის შემდეგ ინფორმაცია დაყოფილია ოთხ ნაწილად 1) about your school 2) about yourself 3) Twinning preference 4) Preview & validation

ნაბიჯი N2: about your school

მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სკოლის სახელწოდება სრულყოფილად.

სკოლის საძიებო ველში მიუთითეთ რეგიონი და ქალაქი. თუ თქვენთვის სასურველი სკოლა არ იქნება ჩამონათვალში, გამოჩნდება ფანჯარა ‘Add a new school’ და მომხმარებელმა დეტალურად უნდა შეავსოს ინფორმაცია სკოლის შესახებ.

ნაბიჯი N3

მომხმარებელი ავსებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, რა როლი აქვს სკოლაში, რომელ საგანს ასწავლის, რომელ ენებს ფლობს და ა.შ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როდესაც დაიწყებთ Twinning preferences -ის შევსებას, სადაც იქნებ შემდეგი ფანჯარა : Briefly describe yourself (interests, why you registered in eTwinning, etc.). ამ ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი, რათა ადვილად მოხდეს თქვენი იდენტიფიკაცია.

ნაბიჯი N4 Preview and Validation

ეს არის ბოლო ეტაპი, Submit ღილაკზე დაკლიკებით მიიღებთ შეტყობინებას მეილზე რეგისტრაციის შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია გაუქმდება, თუ :

  • აპლიკაცია შევსებული იქნება ქართულ ენაზე;
  • სკოლის სახელწოდება იქნება არასრულად შევსებული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება