მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებმა თავი კარგად გაართვეს სიახლეს და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
„საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დადგომისთანავე, საგანმანათლებლო სივრცემ ონლაინ პლატფორმაზე გადაინაცვლა. 2018-2019 სასწავლო წლიდან, ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ჩართული იყო პროექტში „ახალი სკოლა“. პედაგოგთა უმრავლესობა დაუფლებული იყო „თიმსის“ და „ზუმის“ პროგრამებს და პედაგოგებმა სიტუაციის გართულების კვალდაკვალ, დასაწყისიდანვე, ზრუნვა დაიწყეს პრობლემის დასაძლევად.
პროგრამების „ზუმი“ და „თიმსი“ დახმარებით, მათ საშუალება მიეცათ დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისა და მოსწავლეებთან უშუალო ურთიერთობისა. ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა ყველა საგანმა. მიმდინარეობს სპორტისა და მუსიკის გაკვეთილები. მოსწავლეებს მოსწონთ სიახლე და აქტიურად არიან ჩართული გაკვეთილებში, ხალისით ასრულებენ დავალებებს. კარგია მშობელთა აქტივობა. პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობით, სკოლა ცდილობს, სასწავლო პროცესი წარიმართოს წარმატებულად.
ხარისხის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება სკოლის დირექტორი. ონლაინ სივრცეში ხდება მასწავლებელთა შეხვედრებიც, სადაც პედაგოგები განიხილავენ ყოველგვარ სიახლეს და ადგენენ სამომავლო გეგმებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც