მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დარჩი სახლში თქვენი და ჩვენი მომავლის გადასარჩენად“ - წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას მიმართავენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, ყველამ უნდა გავითავისოთ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ წესები და შევასრულოთ რეკომენდაციები.
მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
„კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის საქართველოში სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი კომუნიკაციის არხების გამოყენებით ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში. დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ჩართული არიან მოსწავლეებთან, დისტანციური სწავლებით.
ქვეყანაში არსებული მძიმე გამოწვევების საჭიროების მიზნით, ქალბატონ ნარგიზ ვაშაყმაძემ არ დაიშურა თავისი შესაძლებლობები და თრიალეთის სკოლის მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადასცა ოჯახში დამზადებული დამცავი პირბადეები, რომელიც გამოიყენება მრავალჯერადად. ასევე, ოჯახის ბიბლიოთეკა გახადა ხელმისაწვდომი როგორც მოსწავლეების ასევე მკითხველთათვის“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც